გიორგი კეკელიძე

29 Apr. 2019, 13:42

გარდაცვლილთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან "გარდაცვლილებს".

კვერცხის მაგივრად, წაქცეულები გორავენ. გვინახავს თვალითაც, ფოტოებითაც.

ასე არ ვარგა, არავის წაადგება. მათ შორის ტრადიციასაც.

ყველაზე ნაკლებად მორალისტ-მიმთითებელი ვარ. თუ მაინცდამაინც გინდათ, შემიძლია გითხრათ: ყირაზეც გადასულხართ ნათესავის საფლავზე. კაცმა რომ თქვას, რა ჩემი ან სხვისი საქმეა?

მაგრამ არ მოგეწონებათ. როგორ? - მეტყვით თქვენ - ნუთუ წინაპრის სამარხებს პატივი არ უნდა ვცეთ? ნუ ილეშებით მეთქი და აქაც ცხადად მომესმის თქვენი ხმა: აბა ტრადიციები აღარ შევასრულოთ, წინაპრის დანაბარები? ამ ერთადერთ დღეს მაინც?

ჰო, ვიცი, იქნება ასეთი მოძახილიც: ვისაც არ გვეხება, ჩვენ რატომ ვილანძღებით? ჩვენც არ გავიდეთ სასაფლაოზე?

წესით, მე არ უნდა მეკითხებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩემი პასუხი გინდათ: ვისაც არ გეხებათ, გადით!

ზოგადად კი, ეს არის მორიგი ჩვენებური სენი - ცრუ ტრადიციებში გაჯიუტება, გუშინდელის გაკერპება და იმისწინდელის მივიწყება.

ახლომხედველობა დასაძლევია. სოფელ-სოფელ ხეტიალისას, უძველეს ფოტოებზე ხშირად მინახავს, როგორ უსხდნენ სუფრას ჩვენი უკეთესი წინაპრები და ისიც, როგორ უსხედან ახლა. ამაზე ოდესმე. ანუ იმაზე, რა დაგვამრთა საბჭოთა სენმა.

აღდგომას სასაფლაოზე გასვლას მცირე საკვებით კი, გარდა რიტუალური ნაწილისა, ასე გასინჯეთ, ერთგვარი საქველმოქმედო ფორმაც ჰქონდა. ბებიაჩემს ბაბუაჩემის სასაფლაოზე რამდენიმე პასკა, კვერცხი და ხაჭაპური გაჰქონდა და გამოსაჩენ ადგილზე ტოვებდა. მერე ჩამოივლიდნენ შეჭივრებულები და მიჰქონდათ.

თუ მაინცდამაინც, მოდი, ბებიებს მივბაძოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტურისტების მიერ მიწოდებული სასუსნავებისგან თავდასაცავად, მაიმუნებმა ტალახის ჭამა დაიწყეს
  2. კანიე ვესტი საქართველოში კონცერტს გამართავს — როგორაა შესაძლებელი უფასო ბილეთის მიღება
  3. 5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს
  4. ქვიზი: გამოიცანი Euphoria-ს პერსონაჟი მხოლოდ თვალებით
  5. ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს

ქიმიოთერაპიამ და სხივურმა თერაპიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. მეორე მხრივ, ეს ინტენსიური…