რატომ ამბობენ იაპონელები სექსზე უარს?
იაპონიაში ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი კაცები, სიყვარულის ხორციელ გამოხატულებას თავს არიდებენ და ამ მხრივ ისინი სულაც არ არიან გამონაკლისები.
ფოტო: Charly Triballeau / AFP / Getty
როლანდ კელტსი ნახევრად იაპონელი და ნახევრად ამერიკული წარმოშობის მწერალი, ლექტორი და ჟურნალისტია. ის ყოველი წლის ერთ ნაწილს ტოკიოში, მეორეს კი ნიუ-იორკში ატარებს და ხშირად სხვადასხვა ნაშრომს, სტატიასა თუ წიგნს აქვეყნებს იაპონურ კულტურასა და საზოგადოებაზე. ამჯერად ის იაპონელი ახალგაზრდების სექსუალური ცხოვრების თავისებურებებით დაინტერესდა.
ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე თავლწარმტაცი პარკის, იოიოგის ტერიტორია დაპყრობილი აქვთ მომხიბვლელ ახალგაზრდებს: აყვავებული საკურას ქვეშ გოგოებსა და ბიჭებს გარშემო ულაგიათ ღვინისა თუ ადგილობრივი სასმლის, საკესა და შოჩუს ბოთლები, ლუდით სავსე ყუთები და სწრაფი კვების პროდუქტებით გამოტენილი პოლიეთილენის პარკები. სანამ ისინი სვამენ, თამაშობენ და ერთმანეთის სმარტფონებში თვალს აპარებენ, საკურას კვირტები იშლება და ყვავილთა ფოთლები ძირს ცვივა.
ჰანამი ტრადიციული იაპონური გართობის საშუალებაა და ყოველ გაზაფხულს ყვავილების მშვენიერებით ტკბობას გულისხობს. ეს საუკუნოვანი რიტუალია, რომელიც სიცოცხლის ხანმოკლეობისა და სილამაზის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება. როცა ახლა სწორედ ამ პროცესს ვესწრები და დამთვალიერებლების ვარდისფრად შეფაკლულ სახეებს ვუყურებ, ძალაუნებურად ვფიქრობ: აქვთ კი მათ რაიმე სახის ინტიმური ურთიერთობა ან, საერთოდ, ადარდებთ ეს საკითხი?
მასმედიაში გავრცელებული წარმოდგენები უსექსო იაპონიაზე სინამდვილეს მოკლებული სულაც არ არის: შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია, მოსახლეობაში ასაკოვანი ადამიანების წილი კი გამუდმებით იზრდება. ყველაზე უიმედო პროგნოზებით, მომავალში იაპონია იპონელებისგან დაიცლება. ერის ამჟამინდელ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ერთი პარადოქსი: იაპონიის კულტურული ხატი დანარჩენი მსოფლიოსთვის მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ ეროტიკულ გამოსახულებებთან, როგორებიცაა მეჩვიდმეტე საუკუნეში ხეზე შესრულებული ნახატები, რომელთაც შუნგა ეწოდებათ, და თანამედროვე პორნოგრაფიული მანგა და ანიმე. ერთი სიტყვით, იაპონელების სექსუალური ცხოვრების შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ რეალობაში ის თვალსა და ხელს შუა ქრება.
იმ იაპონელი კაცების უმეტესობა, ვისაც სექსი არ აქვს, - ასეთი კი, 2015 წლის მონაცემებით, ყოველი მეოთხე ახალგაზრდაა, - ამასთან, არც სარფიანადაა დასაქმებული.
The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში და BBC-ის დოკუმენტურ ფილმშიც - არავითარი სექსი, ჩვენ იაპონელები ვართ - ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ფენომენი, სახელად სეკკუსუ-ბანარე, რაც სექსისგან გადნგომას ნიშნავს, მხოლოდ იაპონიის პრობლემა არ არის.
აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში ჩატარებული ბოლო კვლევები გვაჩვენებს, რომ ამ ქვეყნებშიც ვხვდებით ახალგაზრდებში სექსუალური სურვილების ჩახშობის ტენდენციას, გადადებულ ქორწინებებსა და შობადობის შემცირებულ მაჩვენებლებს. გაუარესებული ეკონომიკური შესაძლებლობები და ფინანსური არასტაბილურობა პირდაპირ მოქმედებს ფიზიკური სურვილების შესუსტებაზე. ამასთან, პორნოგრაფიასა და სიმულაციურ თამაშებზე მარტივი ხელმისაწვდომობა, ენერგიასთან ერთად, დროსა და ფულსაც გართმევს, ეს კი ის სამი კომპონენტია, რომელიც ფიზიკურ ლტოლვას საწვავით ამარაგებს. მიუხედავად საზოგადოებაში მათი აქტიური სტატუსისა, ამგვარ პასიურობაში, პირველ რიგში, კაცები არიან შემჩნეულები.
მსოფლიოს გარშემო ახალგაზრდები, ერთმანეთთან პირისპირ ურთიერთობის ნაცვლად, სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში.
ფოტო: Ali Asaei / The New York Times
იაპონიაში უმანკო, სექსისადმი გულგრილ კაცებს დამამცირებელი იარლიყები აქვთ მიკრული. ისინი ხშირად მოიხსენიებიან ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა შოშოკუ დანში (პასიური ბალახისმჭამელი), ოტაკუ (ასოციალური გიკი) და, ყველაზე შეურაცხმყოფელი, ჰიკიკომორი (მშობლების სახლში და მათ ხარჯზე ჩაკეტილად მცხოვრები). საუკეთესო შემთხვევაში, ისინი წარმოჩენილნი არიან გულჩათხრობილ მარტოსულებად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მერე იაპონიაში დაწყებული ეკონომიკური აღზევების პერიოდში გაიზარდნენ. მათ ერთადერთ დადებით თვისებად რაინდული ჩვევების ის ზედაპირული გამოვლინებები მიიჩნევა, რაც 2005 წლის პოპულარულ ეროვნულ ფილმ Train Man-ში შექმნილ სტრეოტიპს ემყარება. უარეს შემთხვევაში კი, ისინი ქვეყნის დამამცირებელი უსარგებლობის უიმედო სიმპტომები არიან: ჩინეთი აღზევდა, ამერიკაც წინ მიდის, იაპონია კი უკან დარჩა.
იაპონიის უმანკოების კრიზისზე ტოკიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა ყურადღებას ფინანსურ, რეგიონულ და კონკრეტულ თაობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ამახვილებს. შედეგებში მოულოდნელი არაფერია: იმ კაცების უმეტესობა, ვისაც სექსი არ აქვს, - ასეთი კი, 2015 წლის მონაცემებით, ყოველი მეოთხე ახალგაზრდაა, - ამასთან, არც სარფიანადაა დასაქმებული. ისინი ან უმუშევრები არიან, ან ნახევარგანაკვეთზე მუშაობენ და პატარა ქალაქებში, გარეუბნებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ.
ფინანსური მდგომარეობა და საცხოვრებელი ადგილი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, ამ კაცებს კი არც ერთი აქვთ და არც - მეორე (ამ საკითხზე იაპონელი ჰომოსექსუალი წყვილების შესახებ მონაცემები ჯერ არ მოიპოვება).
ამ ამბავში გასაოცარი იმ იაპონელი ახალგაზრდების მზარდი რაოდენობაა, რომლებსაც ოცდაათ წლამდე ჰქონდათ სექსუალური ცხოვრება, შემდეგ კი პარტნიორის ძიების ინტერესი მთლიანად დაკარგეს. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა პიტერ უედამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურული ნორმები თამაშობდეს დიდ როლს.
იაპონიაში მაჭანკლობა შენარჩუნდა 1980-იანი წლების ეკონომიკური აღმავლობის ხანამდე, როდესაც ეს საქმიანობა სოფლის უხუცესებიდან კორპორაციულმა მენეჯერებმა გადაიბარეს. ოცდამეერთე საუკუნეში კი, მოდერნიზაციის, ვესტერნიზაციისა და იაპონიის ეკონომიკის კოლაფსის პირობებში, წყვილების მსგავსი შეთანხმებების გზით შეუღლებამ აზრი დაკარგა.
"იაპონური საზოგადოება დიდად მონდომებული აღარ არის, რომ შენს დაქორწინებაზე იზრუნოს. მეორე ნახევრის პოვნა სულ მეტად ხდება პირადი პასუხისმგებლობა", - ამბობს დოქტორი უედა.
იაპონია საქვეყნოდ ცნობილია თავისი კოლექტიური საზოგადოებით: აქ ჯგუფური ჰარმონია პრიორიტიზირებულია. სრული დამოუკიდებლობა და სხვებისგან გამოყოფა კი შეიძლება სარისკოც აღმოჩნდეს. ასევე, დიდი ხანია, საჯაროდ სიყვარულის გამოხატვაც მიუღებლად ითვლება. ერთმანეთზე ხელის ჩაჭიდება დასაშვებია, მაგრამ არც ეს არის გავრცელებული ჩვევა. დასავლურ ცივილიზაციასთან იაპონიის პირველი კონტაქტიდან მოყოლებული, ხელის ჩამორთმევა მისალმების კულტურულად უცხო ფორმად აღიქმება: ეს არაჰიგიენურად მიჩნეული, უცნაური და მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ჟესტია. იაპონიაში თავის დახრით უნდა მიესალმო და დისტანცია შეინარჩუნო. სიტყვის, აიშიტერუ, თქმაც კი, - რაც იაპონურად მე შენ მიყვარხარ-ს ნიშნავს, - ფაქტობრივად, აკრძალულია და მას, უმეტესად, ხუმრობით თუ იტყვიან. ამის ნაცვლად, შეგიძლია თქვა, სუკი - მე შენ მომწონხარ... ძალიან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იაპონია შემაშინებელ სურათს ხატავს ჩვენი უსექსო მომავლის, სადაც მიწაზე ჩამოცვენილი საკურას ფოთლების მსგავსად ჭკნება ფიზიკური კონტაქტისა და ინტიმური ურთიერთობის სურვილი.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები