"ღმერთი საერთოდ აღარ გწამთ, რა უბედურებაა ესა, ამას არ კადრულობს არავინ", — ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძე. სიტყვიერი კამათი მოყვა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვალების განულების დროს ბიზნესზე ზეწოლა მოხდა.

მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მიკროსაფინანსო ორგანზიაციებსა და ბანკებთან მოლაპარაკებებში თავადაც იყო ჩართული და არათუ იძულება, არამედ "ტონალობაც" კი არ ყოფილა მსგავსი.

"პირიქით ერთმა-ორმა რომ თქვა არ მაწყობსო, ჩვენ გვინდოდა ერთი მნშვნელი ყოფილიყო. ყველა სხვადასხვა კომპენსაცია კი არ მიეღო, რომ მერე სპეკულაცია დაწყებულიყო ფავორიტიზმის შესახებ, არამედ ერთი ყოფილიყო და ერთზე ჭკუაზე მოყვანა ყველასი ძნელია, ამიტომ ვთქვით, რომ ვინც არა კი ბატონო გავიდეს", — განაცხადა მინისტრმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: