ზუგდიდში კაცს ესროლეს. შემთხვევა დღეს, 18 აპრილს მოხდა. როგორც რუსთავი 2 ინფორმაციას ავრცელებს, დაზარალებულს კაცს სამი ტყვია ესროლეს და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.