ფაქტები, რომელზეც კობა გვენეტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძე იცრუეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოხსენებით გამოდის. ის შეეხო საბანკო რეგულაციებსა და თიბისი ბანკის საქმეს. სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თიბისი ბანკის აქციონერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით იცრუეს.
კობა გვენეტაძის თქმით, თიბისი ბანკის აქციონერებმა განაცხადეს, რომ 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა. გვენეტაძე ამბობს, რომ ამ წელს ბანკის კაპიტალი არ გაზრდილა და თუ ეს მართლა გააკეთეს, კანონმდებლობა დაარღვიეს:
- დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის დებულება;
- როგორც 2008-ში, ისე ახლაც ბანკიდან მიღებული სახსრებით ბანკებს თავისი კაპიტალის ზრდა ეკრძალებათ;
- ამ ოპერაციას გავლენა ექნებოდა ბანკის მინორიტარი აქციონერების წილობრივ საკუთრებაზე, კერძოდ შემცირდებოდა აქციონერების საკუთრება.
გვენეტაძის თქმით, 2007 წელს ბანკი "აგრესიულ საკრედიტო პოლიტიკას" ატარებდა და ბანკის პორტფელი კლების ნაცვლად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე განმარტებით, მსგავსი პოლიტიკის გამო 2008 წლის ომისა და კრიზის დრო ბანკი რისკის ქვეშ დადგა. როგორც გვენეტაძე ამბობს, ამ პერიოდში ბანკი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს არღვევდა და აღნიშნული დარღვევა ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს უნდა აღეკვეთა.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა დეპუტატ რომან გოცირიძის ფრაზას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და მერე ის კაპიტალის სახით ბანკში შეიტანეს.
"ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით. თუ დამფუძნებელი ფულს იღებს სესხის სახით ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი მიადგება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია", — აღნიშნა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა ბანკის აქციონერების განცხადებას, რომ 2008 წელს მათ 200 მილიონი ლარის სესხები ჩამოწერეს და ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდებს. მისი თქმით, ამ წელს მიღებული ზარალის ნახევარს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ კომპანია სამგორის გავლით მიღებული სესხები შეადგენდა მაშინ, როდესაც სამგორი აგრძელებდა თიბისიში არსებული სხვა სესხების მომსახურებას და ახალ სესხებსაც იღებდა.
"2008 წელს ბანკის ზარალი 64 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 28 მილიონი ლარი (16,7 მილიონი აშშ დოლარი), ანუ ზარალის 43% ამ სესხების ჩამოწერით იყო გამოწვეული", — აღნიშნა გვენეტაძემ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში სიტყვით 4 მარტს გამოვიდნენ. მაშინ მან განაცხადა, რომ სამგორი ჯგუფს ღია საკრედიტო ხაზი ჰქონდა დამტკიცებული და კრედიტის აღება დამატებითი თანხმობის გარეშე მიეღო. როგორც გვენეტაძე ამბობს, აღნიშნული განცხადება ტყუილია, რადგან ყველა სესხი საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების შედეგად გაიცა.
ამასთანავე გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სამგორი M-სა და სამგორი თრეიდის გაკოტრების მიუხედავად სესხის მომსახურება სამგორს, როგორც ჯგუფს შეეძლო:
"თუმცა ყოველგვარი ანალიზისა და ახსნის გარეშე სესხები ოფშორულ კომპანიას გადაეცა, რომელმაც სესხის მომსახურება არ გააგრძელა. ოფშორული კომპანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თიბისი ბანკის გენერალური მოადგილის ერთ-ერთი მოადგილე იყო".
ერთ-ერთ გამოსვლაში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის და სამგორი M-სა და სამგორი თრეიდის დამფუძნებელი მეგობრები და ბიზნესპარტნიორები იყვნენ. გვენეტაძე ამბობს, რომ ამ კრიტერიუმებით ბანკის ინსაიდერები დგინდება, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა:
"აღნიშნული ფაქტორების გამო ბატონ მამუკას ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შედეგად სესხების გაცემის მომენტში ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და ამ სესხების ამ ფორმატით გაცემა ვეღარ მოხდებოდა".
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძისთვის ნასესხები თანხის წარმომავლობის შესახებ 2008 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი და ის ვალდებული იყო, ინფორმაცია გაეჟღერა, რასაც სესხების ინსაიდერულად აღიარება მოჰყვებოდა.
გვენეტაძე ამბობს, რომ 2008 წელს ეს ტრანზაქცია შემოწმებული არ იყო, სხვა შემთხვევაში სამგორი თრეიდი და სამგორი M ინსაიდერებად დაკლასიფიცირდებოდნენ.
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
კომენტარები