"ტოიოტა კავკასიამ" 2019 წლის უახლესი ტოიოტა კოროლა და RAV 4 წარადგინა
თანამედროვე ადამიანისთვის კომფორტი აღარ არის საკმარისი ბედნიერებისთვის, არამედ მთავარი მოთხოვნა უსაფრთხოება, სიმარტივე და ინოვაციურობაა, რომელსაც თან ახლავს კომფორტის აუცილებლობაც. ამ მახასიათებლებთან შერწყმა და გაზიარება ვისაც გსურთ, მაშინ მოემზადეთ — დღეს ტოიოტა კოროლასა და რავ 4-ის უახლეს მოდელებზე უნდა გესაუბროთ.
ავტომობილების მწარმოებლები არ ზოგავენ ენერგიას და ცოდნას, რათა შექმნან საუკეთესოთა შორის საუკეთესო, თუმცა ამ მხრივ, ტოიოტა გამორჩეულად ეფექტურია. გარდა ხარისხისა და ნდობისა, კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუდმივად ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობს, რომლებსაც თავის მანქანებში უწევს ინტეგრაციას. ამის ნათელი მაგალითია TNGA ფილოსოფიის განვითარება, რომელიც ტოიოტას ყველა ავტომობილში ინერგება.
"ტოიოტა კავკასიამ" ახალი კოროლა და RAV 4 რუსთავის ავტოდრომზე წარადგინა, რომელსაც ჟურნალისტები და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა ახალი ავტომობილების უსაფრთხოების სისტემას, დიზაინსა და ავტომობილის მახასიათებლებს.
ახალი თაობის ტოიოტა კოროლა
ახალი ტოიოტა კოროლა რიგით მეთორმეტე თაობისაა და ის მისი წინამორბედებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. კოროლა 1966 წლიდან ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და დიდი სანდოობით სარგებლობს, თუმცა 2019 წლის მოდელი ახალი სიტყვაა ავტოინდუსტრიაში.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ახალ ტოიოტა კოროლას აქვს გაუმჯობესებული 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომელიც მომხმარებლებს საწვავის წვაში ძალიან დიდ განსხვავებას აგრძნობინებს წინა მოდელებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, ახლი კოროლა პირველად იქნება აღჭურვილი 1.8 ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით. მისი წვა 100 კილომეტრზე 3.4 ლიტრი იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წლის მოდელი კოროლა აგებულია TNGA პლატფორმაზე, რაც მის მართვას ძალიან სასიამოვნოს ხდის. მისი დახმარებით, მანქანა მოსახვევებში არაჩვეულებრივად რეაგირებს და მოცურების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პლატფორმის დახმარებით, მოხდა მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაციაც, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას ამცირებს დაღლილობის შეგრძნებასა და სტრესს.
ინტერიერი და ექსტერიერი - შექმნილია შთაბეჭდილების მოსახდენად
ახალ კოროლას გამორჩეული დიზაინი აქვს. მისი შესახედაობა გაბედული და დინამიურია, რაც საერთო ჯამში ელეგანტურ ექსტერიერს ქმნის. ეფექტს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მისი 17-დიუმიანი დისკები, განიერი და შთამბეჭდავი რადიატორის გისოსი და განსხვავებული შუქდიოდიანი ფარები. მას სხვა მანქანებისგან დახვეწილი ხაზებიც გამოარჩევს, რომლებიც მისი დაბალი ცხვირიდან ტევადი საბარგულისკენ გაჰყვება.
რაც შეეხება სალონს, ტოიოტა კოროლამ არ უღალატა ტრადიციას და ამჯერადაც ტევადი და ერგონომიული სალონი შემოგვთავაზა. მისი ინტერიერი გამორჩეულია მაღალი ხარისხის სენსორებითა და წამყვანი ტექნოლოგიების ინტეგრაციულობით.
ახალ კოროლას 8-დიუმიანი მულტიმედია სენსორული ეკრანი აქვს, რომელსაც ემატება 7-დიუმიანი საინფორმაციო დისპლეი და უკანა სავარძლების გათბობის სისტემის ინტუიციური, მარტივად ასათვისებელი კომბინაცია.
ერთი სიტყვით, ამ კოროლას დიზაინით, ნებისმიერ ადამიანზე მოახდენთ შთაბეჭდილებას.
RAV 4 - კომპრომისების გარეშე
ბევრი მანქანა გახსენდებათ, რომელსაც გაუვალ ადგილებში და ქალაქის ასფალტზე ერთნაირად მოხერხებულად და უპრობლემოდ შეუძლია სიარული? ახალი RAV 4-ისთვის არ არსებობს შეზღუდვები, მისთვის დაუძლეველი გამოწვევა იშვიათად გამოჩნდება. წვიმიან, თოვლიან თუ მშრალ გზაზე, ახალი მოდელი დაუბრკოლებლად მოძრაობს, ხოლო ქალაქის გზაზე მისი ტარება, ნამდვილი სიამოვნებაა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მძღოლები დაუყოვნებლივ შეიყვარებენ ლეგენდარული მოდელების ახალ ვერსიებს, ახალი მოდური დიზაინის, კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. კიდევ ერთი კარგი სიახლეა ის, რომ ორივე მოდელისთვის არსებობს ჰიბრიდული ვერსია, რომელიც ასე პოპულარული და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე", - ამბობს "ტოიოტა კავკასიის" დირექტორი მიცურუ კონიში.
ამ მოდელის გამოშვებით ტოიოტა RAV 4-ისთვის ახალი ერა დაიწყო. მას გააჩნია დაბალი გრავიტაციული ცენტრი და გაუმჯობესებული კორპუსის სიმკვრივე, რაც ავტომობილს უფრო დინამიურს ხდის. რაც შეეხება ავტომობილის სიმძლავრეს, მას 2.0 ბენზინის ძრავა აქვს, თუმცა ამასთან ერთად, ტოიოტამ გამოუშვა თვითდატენვადი ჰიბრიდული მოდელიც, რომლის ძრავის მოცულობა 2.5-ია. მიუხედავად ასეთი დიდი შესაძლებლობებისა, ახალი RAV4 თავის კლასში ყველაზე ნაკლებ, 4.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს 100 კმ-ზე.
ავტომობილის ინტერიერი ცალკე აღნიშვნას საჭიროებს. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მას ავტომატიზირებული ლუქი, ვენტილირებადი სავარძლები, მოწყობილობების უსადენო დატენვის სისტემა და ხუთამდე USB პორტი აქვს.
ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა ახალი ავტომობილის უკანა ხედვის სარკის იდეამ. ტოიოტამ პირველმა დანერგა ციფრული უკანა ხედვის სარკე, რომელიც მძღოლებს გაუმჯობესებული მხედველობის არეალს სთავაზობს. ამიერიდან, ვერც თქვენი მაღალი მეგობარი და ვერც სავსე საბარგული შეგიშლით ხელს მოძრაობის სრულად გასაკონტროლებლად. სპეციალური კამერის დახმარებით, სარკეში გამოჩნდება ყველაფერი, რაც მანქანის უკან ხდება.
RAV 4-ის ახალ მოდელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია რთულ გზებზე მოძრაობის მაჩვენებული. სრულიად განახლდა AWD მართვის სისტემა, რითაც მანქანა დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდება.
უსაფრთხოება
ტოიოტას ორივე ახალი მოდელი გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და ტექნოლოგიური პროგრესით. Toyota Safety Sense არის სისტემა, რომელიც ავტომობილის მართვას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის, მძღოლს ავტოავარიების თავიდან არიდებაში ეხმარება და ამას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ახერხებს, მათ შორის ავტომატურად დამუხრუჭების გზით.
ტოიოტას უსაფრთხო მართვის სისტემა მოიცავს:
გაუმჯობესებულ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას (PCS);
დინამიურ კრუიზ-კონტროლს (Adaptive Cruise Control);
ავტომატური შორი განათების ჩართვა-გამორთვის სისტემას (Automatic High Beam);
ზოლის გადაკვეთის განგაშისა და ავტომატური მართვის გაუმჯობესებულ სისტემას (Lane Departure Alert with Steering Assist);
ტოიოტას ახალი მოდელების დატესტვა თავადაც შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს საქართველოში ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტას.
კომენტარები