ვინ როგორ დახვდა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილს — შეფასებები
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook
"თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო", — ასე დაიბარა სამი წლის წინ თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს, 5 მარტს ის პოლიტიკაში დაბრუნდა და ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად, ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად დაინიშნა. ამას წინ უძღოდა შეუთანხმებლობა პარტიაში მოსამართლეების არჩევის საკითხზე, დეპუტატების უმრავლესობიდან გადინება.
ქართული ოცნება
ქართულ ოცნებაში ღარიბაშვილის ხელახალ გამოჩენას მიესალმებიან თანაგუნდელები, მათ შორის პარტიიდან ახლადწასული დეპუტატებიც. უმრავლესობის ნაწილი ყოფილი პრემიერის "რეიტინგულობაზე" მიუთითებს და ამბობს, რომ მისდამი არსებული სიმპათია ღარიბაშვილს პარტიის მხარდაჭერების მობილიზებაში დაეხმარება. ამასთან, ისინი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებაზე.
მიუხედავად ამისა, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი "პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება" და მომავალში, შესაძლოა, უფრო მაღალ თანამდებობაზეც ვიხილოთ. ქანთარია ღარიბაშვილს "ოქროს სათადარიგოს" უწოდებს და ამბობს, რომ იგი გუნდში "თორმეტიანელების" სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს:
"ესაა ცვლილება, რომლითაც ალბათ იწყება დიდი ცვლილებები".
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის ახალ, სხვა წევრებთან ერთად შეეცდება კიდევ უფრო მეტად განავითაროს ქვეყანას:
"პირნათელი ბრუნდება გუნდში ისე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ვერ დაისმება".
დეპუტატ გია ვოლსკის აზრით, პარტია ქართულ ოცნებაში "საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა".
"ამ ადამიანთან ერთადაც ვაშენებდით პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს", — ამბობს ვოლსკი.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც მინისტრი იყო, ასევე დადებითად აფასებს ღარიბაშვილის გუნდში დაბრუნებას:
"იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე. ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ, რომ ამაში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავდ ყველაფრისა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით".
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და მათი მხარდამჭერების მობილიზებას ემსახურება. თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილს რეიტინგი და დღევანდელი მხარდაჭერა დაეხმარება, ქართული ოცნების ყველა მხარდამჭერი შემოიკრიბოს.
საპარლამენტო ოპოზიცია
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია "აგონიას" უწოდებს ქართული ოცნების მდგომარეობას და ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმის, რაც არასწორი იყო მმართველ პარტიაში:
"ანეკდოტად შეიძლება წავიდეს... ღარიბაშვილს რომ დაუძახებ დასახმარებლად, წარმოიდგინეთ, როგორ დღეში უნდა იყოს ივანიშვილი პერსონალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი მთელი გუნდი და სამწუხაროდ, სანამ მმართველობაში არიან, მთელი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არც კი აუხსნა, რატომ წავიდა თანამდებობიდან, ყველამ იცის, რომ მისმა უფროსმა უთხრა, პოლიტიკურად გაქრიო და გაქრა. ახლა დაუძახა და ეს მოდის".
"მკვდარი სულების გაცოცხლება", — ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.
"ქართული ოცნება არის სრულიად გაკოტრებული. ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც ქართული ოცნების სახით".
პატრიოტთა ალიანსის ლიდერს ირმა ინაშვილს დანარცენი ოპიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია:
"არასდროს დამიმალავს, რომ მე და ირაკლი ღარიბაშვილი ვიყავით თანამებრძოლები 2012 წლამდე. ის პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქართული ოცნების გუნდში და პოლიტიკურ პროცესებში ზოგადად".
დამოუკიდებელი დეპუტატი
პარტიიდან ახლადწასული ეკა ბესელია ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მიესალმება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად სჭირდება სერიოზული სისტემური ცვლილებები.
"ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს", — ამბობს ბესელია.
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე გააკეთა.
ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა 8 საათზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას და არც ის უთქვამს, ვინ შეიძლება დაიკავოს მისი თანამდებობა, თუმცა ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ბევრს არაფერს შეცვლიდა.
მიუხედავად გადადგომისა, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს ყოველთვის აკეთებდა. ის ესწრებოდა ქართული ოცნების ყრილობებსაც, ხოლო არჩევნების მეორე ტურის წინ საგანგებო განცხადებით ამომრჩეველს ქართული ოცნების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დაიკავა, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 2012 წლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დროს ბანკ ქართუში, სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფში და საქველმოქმედო ფონდ ქართუში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტიის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები