ლადო ბედუკაძე

14 Feb. 2019, 17:06

როგორც წესი, დავდივარ ქაშვეთის ტაძარში, დღეს ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. [თავდამსხმელი] ეკლესიის მრევლი არ არის, სავარაუდოდ, მე დავაზუსტებ და ვკითხავ იქ მყოფ მამაოებს, ვისი სულიერი შვილია იმიტომ, რომ მრევლის წევრი ასე არ მოქმედებს, ეკლესიის კართან სხვას შეურაცხყოფას არ აყენებს და ფიზიკურად არ უსწორდება.

[მისი] ბრალდება იყო აბსურდული, ადამიანი ვერ იხსენებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც თითქოსდა ჩემმა თანამშრომლებმა ჩემი თანდასწრებით ე.წ. კარანტინში ცემით მოკლეს.

ეს ადამიანი იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოგზავნილი, მესმის მათი გეგმა, საგაზაფხულო არჩევნებისთვის სჭირდებათ ამ ციხის კადრების თემის გათეთრება. ეს ადამიანი მივიდეს სამართალდამცველებთან და დაასახელოს, ვინ მოკლეს, როდის მოკლეს, ვინ მონაწილეობდა, ასე თუ ახსოვს დეტალები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ