ირმა ინაშვილი

5 Feb. 2019, 14:41

[პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს] ვინ იღებდა, როგორ იღებდა, დღეს ვინ ავრცელებს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევით, ვერც ისინი, ვინც ამ ქვეყანას ცხრა წელი აწამებდით და ვერც ისინი, ვინც შვიდი წელია მართავთ ამ ქვეყანას, ვერც ნაცმოძრაობა და ვერც ქართული ოცნება.

დღეს დააკვირდით, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე? კიო, ჩვენ ვიღებდითო ამ კადრებსო და 26 ათასი ფაილი მარტო ორ სამინისტროში იპოვეს ამ მანიაკებმა, რომლებიც საძინებლებში, სამზარეულოებში ყველგან უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ და იღებდნენ ადამიანებს და ახლა ამბობენ, ვინ დაგვიმტკიცა ჩვენო, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილიო.

მე ოცნებას ვეკითხები, რატო არ დაუმტკიცეთ ამ კონკრეტულ ბატონებს, და ქალბატონებსაც, რომ სწორედ სისტემური დანაშაული იყო, რაც ხდებოდა. რატომ არ დაუმტკიცეთ ეს, რატომ არ დაისაჯა ყველა ის, ვინც კასრების საქმეში იყო ჩარეული?

დღეს გამოდიხართ თქვენ, წინა რეჟიმის წარმომადგენლები და უსინდისოდ, ურცხვად ლაპარაკობთ იმაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა... მე იმის იმედი მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს აფარებთ წინა რეჟიმის დამნაშავეებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ