ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია — 7 არასამთავრობო
ფოტო: On.ge
7 არასამთავრობო ორგანიზაცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტმა რამდენიმე გარემოებას უნდა მიაქციოს ყურადღება. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელდეს.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას, ამიტომ ეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. მათი თქმით, საკანონდებლო ცვლილებები ცდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს.
მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტურ და შეუსაბამო გზას წარმოადგენ და არ შეიძლება გამართლებული იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაუსაბუთებელი გავრცელება სამოხელეო დანაშაულის მთელ თავზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობოები მიმართავენ პარლამენტს:
- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის ფრაგმენტული ცვლილებებისაგან, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს;
- კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
- კანონპროექტის ინიციატორისაგან მოითხოვოს თითოეულ მუხლზე დასაბუთება (სტატისტიკა, კვლევა, რეკომენდაცია თუ პრაქტიკის ანალიზი), თუ რაზე დაყრდნობით უნდა გავრცელდეს აღნიშნულ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა ლეგიტიმური აუცილებლობის წინაშე დგას სახელმწიფო ფარული საგამოძიებო მოქმედებებით აღკვეთოს სამოხელეო დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
იუსტიციის სამინისტროს სურს, რომ ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე ფარული მიყურადებისა და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების უფლება ჰქონდეს. ინიციატივის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად სამინისტროს ორი არგუმენტი მოჰყავს. პირველი, კორუფციასთან ბრძოლის სურვილია, ხოლო მეორე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიების ხარვეზები. ინიციატივის მიხედვით, საპროცესო კოდექსში ცვლილები უნდა შევიდეს. აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტი დღეს განიხილავს.
გაიგეთ მეტი:
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
კომენტარები