მეცნიერებმა ფოტოზე ინდივიდუალური ატომის აღბეჭდვა შეძლეს
ფოტო: David Nadlinger/EPSRC
ზემოთ მოცემული სურათის ცენტრში პატარა წერტილი ჩანს - ეს არის სტონციუმის დადებითად დამუხტული ატომი, რომელიც ელექტრული ველების მეშვეობით ჰაერშია გაჩერებული.
გარდა იმისა, რომ სურათზე წარმოუდგენლად იშვიათ სანახაობას ვუცქერთ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ფოტოზე გამოსახული პატარა წერტილი მატერიის ის ნაწილაკია, რომლითაც ჩვენი სამყაროა აგებული.
თუ მთავარ სურათზე ატომის შემჩნევა გაგიჭირდათ, მის უფრ მკაფიოდ დანახვას ქვემოთ მოცემულ გადიდებულ ფოტოზე შეძლებთ.
ფოტო: David Nadlinger/EPSRC
სურათზე სტრონციუმის ატომი ლაზერის ზემოქმედების ქვეშ არის, რის გამოც ის სინათლეს ასხივებს. ეს ფოტო ბრიტანეთის ინჟინერიისა და ფიზიკური მეცნიერებები კვლევის საბჭოს (EPSRC) მიერ გამოქვეყნებული ფოტოგრაფიული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ფოტოს ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი დავიდ ნედლინგერია.
"მიხარია, რომ სურათმა, რომლის გადაღებისთვისაც უამრავი დღისა და ღამის განმავლობაში მომიწია მუშაობა, სხვების მოწონებაც დაიმსახურა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საშუალება მომეცა - სხვებისთვის ჩემი კვლევის შესახებ ინფორმაცია გამეზიარებინა", - აცხადებს ნედლინგერი.
ნედლინგერის კვლევა კვანტურ კომპიუტერებს ეხება, რომლის ფარგლებშიც ის ატომებს ხშირად "იჭერს". ლაზერის სხივის ზეგავლენით ატომი ფოტონების გამოსხივებას იწყებს, რომლის დაფიქსირებაც ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებული ფოტოთი შეიძლება.
EPSRC ბრიტანეთში ფიზიკის დარგში მიმდინარე კვლევების მთავარი დამფინანსებელია. მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჯამში 100 ფოტო მონაწილეობდა, ქვემოთ კი რამდენიმე მათგანია მოცემული.
განსხვავებული ფორმის პოლიმერები
ფოტო: Mahetab Amer - University of Nottingham
საპნის ბუშტებისა და ქაფის ფორმირება
ფოტო: Li Shen - Imperial College London
3D პრინტერით შექმნილი ალუმინის სტრუქტურები
ფოტო: Sam Catchpole-Smith - University of Nottingham
კომენტარები