სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციის შემადგენლობას კვირის ბოლოს დაასახელებს — ჟვანია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი გუნდის შემადგენლობას კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში თავად გამოაცხადებს. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ 18 დეკემბერს პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციას მოინახულებს.
ინაუგურაციიდან მეორე დღეს, 17 დეკემბერს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილმა პირველი სტუმრები, კერძოდ კი, უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციის წარმომადგენლები სასტუმროში მიიღო. როგორც ჟვანიამ განაცხადა, ათონელის რეზიდენციაში საპრეზიდენტო ფლიგელის ნაწილი ჯერ დასრულებული არ არის და მას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
"საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ შიგნიდან არ არის დასრულებული. მაგრამ სრულად დასრულებული არის ადმინისტრაციული ფლიგელი, რომელიც უკან არის და პრეზიდენტი დროებით საქმიანობას დაიწყებს ადმინისტრაციის ფლიგელში", — განაცხადა ჟვანიამ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია იქნება, რომელიც მანამდე საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი იყო. პირველი არხის ინფორმაციით კი, საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გახდება. გაბუნია არაერთი გახმაურებული საქმეში მონაწილეობდა ადვოკატის სტატუსით. ის იყო ქალთა მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის ადვოკატიც.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ცერემონიისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა.
ცერემონიას პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დაესწრნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი ლედი, მაკა ჩიჩუა. ასევე, სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია. ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ.
ამავე თემაზე:
- გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციის სიტყვაში
- ყველაფრის "ბუკეტი" იყო ჩემთვის პრეზიდენტის გამოსვლა — ეკა ბესელია
- ზურაბიშვილი: საქართველოში 1-ლი ქალი პრეზიდენტი ვარ, ვამტკიცებთ, რომ თანასწორობა უცხო არაა
- სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სიტყვა სრულად
- დღეს დაგითმეთ დედა — თეიმურაზ გორჯესტანი
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები