გოგო, რომელიც ავტომობილის შეკეთებაში დაგეხმარებათ - ინოვაციური სტარტაპის ინოვაციური მიდგომა
ფოტო: CARU
CARU ქართველი ავტომფლობელებისთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპანიაა. ინოვაციური სტარტაპი 5 თვეა მანქანის მფლობელებს ავტომობილის შეკეთებაში ეხმარება. ბაზარზე გამოჩენის დღიდან მომხმარებელმა თავისი ინოვაციური მიდგომისა და ხარისხიანი სერვისის გამო შეიყვარა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქარუმ მისი პარტნიორი ავტოასისტენტების ფოტოები გამოაჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გოგო იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, მას გავსაუბრებოდით და გაგვეგო, რატომ გადაწყვიტა ახალაგაზრდა გოგომ ავტოსერვისის ინდუსტრიაში მუშაობა.
ანა აბაშიძე 21 წლის სტუდენტია და შეთავსებით Caru-ს პარტნიორ ავტოასისტენტად მუშაობს, მას მოყავს ავტომობილები, აკეთებს და შემდეგ უბრუნებს მფლობელებს. შეიძლება ეს ძალიან უცნაურად ჟღერდეს, ბევრმა თქვენგანმა იფიქროს რომ ეს კაცის საქმეა და ქალმა ეს არ უნდა აკეთოს, მაგრამ ანა ასე არ ფიქრობს. მისი აზრით, არ არსებობს საქმე, რომელიც სქესის მიხედვით შეიძლება დაიყოს. ქალსაც და კაცსაც ერთნაირი უნარები აქვთ, რომ იდენტურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.
"მე მიყვარს ავტომობილები, მიყვარს მათი მართვა და ძალიან ვერთობი ქარუს ავტოასისტენტად მუშაობით. საკმაოდ საინტერესოა, ბევრ ახალ ადამიანს ვხვდები, ყველა მეგობრულად მხვდება, ცდილობენ დამეხმარონ და ხელი შემიწყონ რადგან უცნაური სანახავია გოგო ავტოასისტენტი. იმედი მაქვს ბევრ ქალს მივცემ მაგალითს და დავარწმუნებ, რომ არ არსებობს ქალისა და კაცის სამუშაო და არ არსებობს ვალდებულება, რომელიც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ აიღონ საკუთარ თავზე", - ამბობს ანა აბაშიძე, პირველი ქალი ავტოასისტენტი.
მისი კარიერა ავტოასისტენტად მისივე ინიციატივით დაიწყო. ის Caru-ს დამფუძვნებლის, ნიკა აბაშიძის უმცროსი დაა და ქარუს საქმიანობაში საწყისი ეტაპიდანვე იყო ჩართული. თავიდან როგორც სტუდენტს, მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება აინტერესებდა, მაგრამ როდესაც კომპანია განვითარდა და შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა, თავის ძმას სთხოვა მისთვის ავტოასისტენტად მუშაობის საშუალება მიეცა.
"გაეცინა და მითხრა, კი ბატონო, რა პრობლემააო", - იხსენებს ანა.
"ზოგადად ბავშვობიდან ჩემი ძმა სულ მეუბნებოდა რომ რაც შეიძლება მეტ რამეში მეცადა ჩემი თავი, არ მოვრიდებოდი არანაირ სამუშაოს და არ შემშინებოდა შეცდომების. ამიტომაც არ მომრიდებია მისთვის ამის თხოვნა, ვიცოდი რომ დამთანხმდებოდა, ყოველთვის ხელს მიწყობს ასეთ ექსპერიმენტებში. თავიდან ცოტა უჩვეულო იყო, ხელოსნები იუცნაურად მიყურებდნენ. ახლა უკვე მემეგობრებიან და შორიდან ხელის აწევითაც კი მესალმებიან ხოლმე. მოკლედ მხიარულად ვარ“, - ამბობს ანა.
ანა უკვე საკმაოდ ბევრ მომხმარებელს მოემსახურა და კმაყოფილების 100%-იანი ნიშნული უჭირავს. მისი ფოტოების გამოჩენისთანავე შეკვეთების უმეტესობა მასზე წამოვიდა, ყველას აინტერესებდა გოგო, რომელიც ავტომობილის შეკეთებაში დაეხმარებოდა. შეკვეთების რაოდენობის გამო რამდენიმესთვის ბოდიშის მოხდა და სხვა ავტოასისტენტის შეთავაზებაც კი მოუწიათ. ასე რომ მომხმარებელმა ანა ძალიან კარგად მიიღო.
"კომპანიაში არც კი განვიხილავთ რომ ქალს ჩვენთან მუშაობა არ შეუძლია. ანას ძალიან უყვარს ავტომობილები, ის ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრულია. დროა მივეჩვიოთ რომ არ არსებობს კაცის და ქალის საქმე, არსებობს საქმე და ის ორივე სქესს თანაბრად კარგად შეუძლია რომ გააკეთოს", - ამბობს Caru-ს დამფუძვნებელი ნიკა აბაშიძე.
Caru არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ავტოასისტენტი - ადამიანი, რომელიც წაიყვანს თქვენს ავტომობილს, შეაკეთებს, გარეცხავს, ზეთს გამოუცვლის, ტექდათვალიერებისთვის მოამზადებს და დაგიბრუნებთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში.
ამავე თემაზე:
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

კომენტარები