NATO რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
ფოტო: VOA
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოთხი წლის წინ, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის მოქმედებები არ იცვლება. ამჯერად, რუსმა მესაზღვრეებმა აზოვის ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს. სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები და გემები, რომლებიც დაკავებულია".
რუსეთის თანმიმდევრული მოქმედება, რომელიც მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, საქარველოზეც ვრცელდება, თქვა სტოლტენბერგმა.
"რუსეთის ჯარი იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა დაასრულოს ორივე რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საკუთარი ჯარი გაიყვანოს საქართველოდან", — თქვა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ალიანსმა შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, რაც მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის ალიანსის პოზიციაზე.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ალიანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში და NATO-ს სხვა მისიებში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დასძინა, რომ "დღეს, NATO-ს შეხვედრაზე, შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ NATO-ში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველოს რეფორმების მხრივ აქვს".
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, გენერალურმა მდივანმა NATO-ს მხრიდან საქართველოს მიართ მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. NATO-სწევრი ქვეყნების მეთაურებმა ივლისში განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ვაფასებთ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, ძლიერი ინსტიტუტების აშენებაში".
სტოლტენბერგმა საქართველოში ცოტა ხნის წინ გახსნილ წვრთნისა და შეფასების ცენტრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც, რადგან ცენტრში თანამშრომლობის საფუძველზე ძლიერდება NATO-ს თავდაცვისუნარიანობა და შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა.
სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "სოლიდარობის ძლიერ გზავნილად" შეაფასა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები