უმრავლესობამ პარლამენტის სხდომის დასაწყებად ერთმანეთის პულტები გამოიყენა — ევროპული საქართველო
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას, უმრავლესობის დეპუტატებმა კვორუმის შეკრების მიზნით, სავარაუდოდ, ერთმანეთის პულტები გამოიყენეს. ამის შესახებ პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატებმა განაცხადეს. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — საქართველოს ბიუჯეტი უნდა განეხილათ.
პლენარული სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია სხდომის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამჯერ გამოაცხადა. პირველ ჯერზე რეგისტრაცია 79-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა როგორც უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ამ რაოდენობის დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. თავად ევროპულმა საქართველომ კი რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა. საკითხის გარკვევა მანდატურის სამსახურს დაევალა, რისთვისაც 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.მანდატურის ინფორმაციით დარბაზში არის 80 დეპუტატი, რომელთა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო.
მეორე ჯერზე, რეგისტრაცია 78 დეპუტატმა გაიარა. მათ შორის ისევ არ იყვნენ ევროპული საქართველოს დეპუტატები.
ირმა ნადიაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს 8 დეპუტატმა რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა, რადგან ეჩვენებინა, რომ მმართველ გუნდს ბიუჯეტის განხილვის პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ აქვს.
"ბიუჯეტი მთავარი საფინანსო დოკუმენტია და უმრავლესობის პასუხისმგებლობაა დაესწროს სხდომას. ნუ დაიწყებთ დარღვევით მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას. მადლობა, არ ხართ დაბრაზში", — განაცხადა ირმა ინაშვილმა.
გია ვოლსკის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ, გოჩა ენუქიძემ, რომან კაკულიამა და გოდერძი ჩანქსელიანმა გარკვეული მიზეზის გამო რეგისტრაცია ვერ გაიარეს.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგო რატიანის თქმით, ნუკრი ქანთარიას გავლილი აქვს რეგისტრაცია, თუმცა დარბაზში არ არის, რაც ნიშნავს, რომ მისი პულტი სხვამ გამოიყენა.
ეკა ბესელიამ განმარტა, რომ რეგისტრაცია გაიარა, თუმცა სისტემამ არ ასახა. მისივე თქმით, რეგლამენტში წერია, რომ სავალდებულოა, საპარლამენტო სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ესწრებოდეს სხდომას.
"არსად არ წერია, რომ რეგისტრაციას მხოლოდ უმრავლესობის წევრები გადიან და ეს არ ეხება საპარლამენტო ოპოზიციას. სხდომის ჩაშლას ცდილობენ. რეგისტრაცია უნდა გაიარონ და სხდომის ჩატარებას ხელი არ უნდა შეუშალონ", — განაცხადა ბესელიამ.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაადასტურა, რომ მათი მხრიდან რეგისტრაციის არგავლა პოლიტიკური ნაბიჯია.
"გვინდა, ვაჩვენოთ მთელ საზოგადოებას, რომ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება ვერ კრებს საკმარის რაოდენობას ხმებისას, როცა იხილება ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი", — განაცხადა დეპუტატმა.
სხდომის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რათა რეგისტრაცია კიდევ ერთხელ გაევლოთ. შესვენების დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ბიუჯეტის განხილვა 16:00-მდე გადადო.
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება

კომენტარები