კანადა მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ — ფოტოები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კანადაში ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის გასაყიდი სპეციალური მაღაზიები 17 ოქტომბრიდან გაიხსნა. მარიხუანის შეძენა ხელმისაწვდომია ელექტრონულადაც. კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი 20 ივნისს დაუჭირა, დღეს კი პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკაში განხორციელდა.
კანადა გახდა პირველი ქვეყანა "დიდი შვიდეულიდან", რომელმაც მარიხუანის ლეგალიზებას დაუჭირა მხარი.
ტორონტოელები ადგილობრივ საკონცერტო მოედანზე შეიკრიბნენ, რათა კანაფის რეკრეაციული მიზნით ლეგალიზაცია აღენიშნათ
მარიხუანის მყიდველებმა მაღაზიებთან რიგი ჯერ კიდევ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიკავეს
კანაფის კულტივაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბრუს ლინტონი, ასევე მოქალაქეები იან ფაუერი და ნიკი როუზმი იყვნენ პირველები, რომლებმაც კანადაში ლეგალური მარიხუანა შეიძინეს
მყიდველები კანაფის მენიუს ეცნობიან

ნეკერჩხლის სიროფი და ზეთისხილის ზეთი, რომელიც მარიხუანის ექსტრაქტს შეიცავს

ფოტო: Ted S. Warren / AP
კომენტარები