არქის კიდევ ერთმა მფლობელმა სალომე ზურაბიშვილს 60000 ლარი შეწირა
სამშენებლო კომპანია არქის ხუთი პროექტის დირექტორმა და ამავდროულად, ორი კომპანიის მეწილემ, თენგიზ წულაიამ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შეწირა. ამ დრომდე პრეზიდენტობის ამ კანდიდატს არქის სხვადასხვა პროექტის მეწილეებმა ჯამში 300 000 ლარი გადაურიცხეს.
თენგიზ წულაია ერთდროულად არის შპს არქი მენეჯმენტის, შპს არქი დეველოპმენტის, შპს არქი საბურთალოს, შპს არქი პრომოუშენის, შპს არქი დიღომისა და შპს არქი გლდანი 3-ის დირექტორი და შპს პრაიმ არქისა და შპს არქი ვარკეთილის მეწილე.
თენგიზ წულაია პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ივლიანე წულაიას ბიზნესპარტნიორია. გარდა ამისა, შპს არქის დირექტორი წლების განმავლობაში ივლიანე წულაია იყო. ის ამ დრომდე რჩება არქის კომპანიების: შპს არქი დეველოპმენტის, შპს არქი თაუერის, შპს არქი ენერჯის, შპს არქი ჰოთელსის, შპს პრაიმ არქის, შპს არქი საბურთალოსა და შპს არქი ინვესთმენთსის წილების მფლობელი.
ივლიანე წულაიამ სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი სექტემბერში გადაურიცხა, ამდენივე თანხა შეწირეს სამშენებლო კომპანია შპს არქის მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ, შპს არქი ვარკეთილის მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ და შპს არქი გლდანის მეწილემ და დირექტორმა კახაბერ კობაივანოვმა.
ივლიანე წულაიამ On.ge-სთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, თენგიზ წულაია კი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს და ამ მიზეზით გადაურიცხა სალომე ზურაბიშვილის 60 ათასი ლარი. მან არ დაასახელა სალომე ზურაბიშვილის რომელ ღირებულებებს იზიარებს.
ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები და საზოგადოების პროტესტი
სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა კოკა-კოლას დირექტორმა და ლაღიძის წყლის მეწილემ ვახტანგ ლაღიძემაც. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გახდა, მომხმარებლების ნაწილმა კოკა-კოლისა და ლაღიძის წყლის ფეისბუქგვერდებზე ფლეშმობი დაიწყო. ფეისბუქგვერდებზე კომენტარებსა და შეფასებებში იდენტური შინაარსის ტექსტები: "რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" იწერებოდა.
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები