პაშინიანი გადადგომას აპირებს — სომხეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში
ფოტო: Reuters
სომხეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, პარლამენტის წინ არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო შესწორებები "ეროვნული კრების რეგლამენტის შესახებ" კანონში, რომელიც დეპუტატებს საშუალებას აძლევს, პარლამენტის დაშლისგან თავი დაიზღვიონ.
ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება კონტრრევოლუციის ოფიციალურ დაწყებას ნიშნავს. ფრაქცია გასვლის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის, დაშნაკცუტიუნისა და ცარუკიანის ბლოკის წარმომადგენლებმა.
კანონპროექტის მიღების შემდეგ პაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქუჩაში გასულიყვნენ და დეპუტატების გადაწყვეტილება გაეპროტესტებინათ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ პარლამენტის ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდეს.
სამშაბათს, 2 ოქტომბერს პაშინიანმა გასცა მითითება, რომ დაეთხოვათ ყველა მინისტრი და გუბერნატორი, რომელიც დაშნაკცუტიუნიდან და აყვავებული სომხეთის პარტიებიდან იყვნენ. გვიან ღამით კი პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ამ პარტიებიდან ყველა მინისტრისა და გუბერნატორის დათხოვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.
აქციაზე პაშინიანმა განაცხადა, რომ ბრძანებების ძალაში შესვლისთანავე გადადგება და საქმიანობას, როგორც მოვალეობის შემსრულებელი გააგრძელებს.
"რომ არავინ იფიქროს, რომ მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვუმიზნებ. რვა დღის განმვალობაში პარლამენტმა პრემიერი უნდა აირჩიოს. თუ ამ ხნის განმვალობაში პრემიერი არჩეული არ იქნება, რვა დღეში პრემიერის კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ამის შემდეგაც არ აირჩევს პარლამენტი პრემიერს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება", — განაცხადა პაშინიანმა. მისი გეგმის შესაბამისად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს
თავის გეგმებზე საუბრის შემდეგ პაშინიანი პარლამენტში კონკურენტ ფრაქციებთან მოსალაპარაკებლად წავიდა. მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ კი პრემიერმა განმარტა, რომ კონკურენტი პარტიები პრემიერის კანდიდატურას არ წარადგენენ.
პაშინიანმა უკვე მოუწოდა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს, რომ სადაო კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები