მამუკა ბახტაძე

27 Sep. 2018, 23:43

გაეროს ტრიბუნიდან მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი, საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას.

თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ, ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება.

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ