თბილისის საბავშვო ფესტივალი 2018 - რატომ უნდა წავიყვანოთ ბავშვები მთაწმინდის პარკში?
რა უნდათ პატარებს? - ეს ზოგადსაკაცობრიო კითხვა ხშირად რთულ პასუხებს მოითხოვს, თუმცა საბოლოო ჯამში ბავშვებს გართობა და შემეცნება სურთ. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ბავშვები ცნობისმოყვარეობითა და სილაღით გამოირჩევიან, რის გამოც ისინი ხშირად ყველაფრის მიმართ უდიდეს ინტერესს გამოხატავენ. ამ და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, აუცილებელია, რომ ბავშვებისთვის არსებობდეს ისეთი სივრცეები, სადაც საკუთარი ინტერესებისა და აღმოჩენების რეალიზებას სრულად შეძლებენ. ამისთვის კი, იდეალური შესაძლებლობაა თბილისის საბავშვო ფესტივალი, რომელიც პირველად 29 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება.
თბილისის საბავშვო ფესტივალი 2018 - რატომ უნდა წავიყვანოთ ბავშვები მთაწმინდის პარკში?
თბილისის საბავშვო ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველაფერი, რაც ეხებათ ბავშვებს და აინტერესებთ მათ. საფესტივალო ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დაწესებულება და კომპანია. ფესტივალის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ბავშვებსა და მშობლებს გააცნონ საკუთარი საქმიანობის, პროდუქტისა და მომსახურების შესახებ.
წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც განათლების, სპორტის, გართობის, ჯანმრთელობისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები ერთად არიან შეკრებილნი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილის მომავალი სწორედ აქ, მთაწმინდის პარკში დაგეგმოთ. ფესტივალზე მისულს, საშუალება გექნებათ გაეცნოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სკოლებს, ბაღებს, სახელოვნებო სტუდიებს), შემდეგ გადაინაცვლოთ სხვა დახლთან და საკუთარ შვილს მისთვის მოსაწონი სპორტული აქტივობა და შესაბამისი სპორტული სკოლა თუ დაწესებულება შეურჩიოთ. როცა ბავშვის განათლებასა და სპორტულ ცხოვრებაზე იზრუნებთ, შეგიძლიათ მისთვის გართობის საშუალებებიც შეარჩიოთ, როგორიცაა ატრაქციონები, დაბადების დღის ცენტრები და სხვ.
საბოლოო ჯამში, თქვენც და თქვენი შვილიც კმაყოფილები დარჩებით. გარდა ამისა, მთაწმინდის პარკში საშუალება გექნებათ თქვენი შვილი გასართობ აქტივობებში ჩართოთ, რომელიც ადგილზე ჩატარდება. ფესტივალის დღეს გაიმართება კონცერტები, შიდა ტურნირები, გასართობი თამაშები, გამოფენა-გაყიდვა და სხვ. თუკი თქვენს პატარას სურვილი ექნება, შეგეძლებათ პროფესიონალ არტისტებთან მიიყვანოთ და სახე ლამაზად მოუხატოთ. ერთი სიტყვით, 29 სექტემბერს დიდი ზეიმი გელით თქვენს და თქვენს შვილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფესტივალის დღეს, მშობლები მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ შემოთავაზებებს განსაკუთრებულ ფასად მიიღებენ.
კონკურსი
ფესტივალის დასასრულს ორგანიზატორები დააანონსებენ სპეციალურ კონკურს, რომელიც გამოავლენს 3 ნიჭიერ ბავშვს შემდეგი მიმართულებით:
- ხელოვნება
- სპორტი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
კონკურსი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ საჭირო დოკუმენტები და სამოტივაციო ვიდეო. გამარჯვებულებს ფესტივალის საპატიო ამბასადორის სტატუსი მიენიჭებათ, თუმცა ეს არ არის მთავარი პრიზი. 3 გამორჩეული მონაწილე მიიღებს ერთ წლიან დაფინანსებას იმ მიმართულებით, რომელი კატეგორიის გამარჯვებულიც გახდება.
თიბისის ზონა და განახლებული მოსწავლის ბარათი
თბილისის საბავშვო ფესტივალის წარმდგენი თიბისია, რომელსაც საკუთარი სივრცე ექნება ფესტივალის ტერიტორიაზე. თიბისი ამ დღესასწაულს განსაკუთრებული განწყობითა და საჩუქრებით ხვდება. გარდა იმისა, რომ ბავშვები კომპანიის მიერ დაგეგმილი გასართობი ღონისძიების მონაწილეები გახდებიან, მშობლებსაც ბევრი საინტერესო აღმოჩენა გელით.
რაც მთავარია, თიბისი თავის ზონაში სრულიად ახალი, ძალიან ლამაზი დიზაინის მოსწავლის ბარათების უფასოდ დარიგებას აპირებს. იკითხავთ ალბათ, რითია საინტერესო ახალი მოსწავლის ბარათებიო? - ბარათი განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს უამრავ ფასდაკლებას ბავშვების საყვარელ ადგილებში, როგორიცაა კინო და სხვა გასართობი ადგილები.
მშობლებს შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით გადაურიცხოთ ბავშვებს სასურველი თანხა თვეში ერთხელ. ამასთან, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ როგორ ხარჯავს თქვენი შვილი ფულს და დაუწესოთ დღიური ლიმიტი, რათა მითითებულზე მეტი ვერ დახარჯოს.
ამ ბარათის მისაღებად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი, ანუ მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო.
ფესტივალის მიზანია საბავშვო სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიამ ერთ სივრცეში მოიყაროს თავი, რათა ეს ინდუსტრია უფრო მეტად განვითარდეს. ეს წამოწყება დაეხმარება მშობლებს, რომ მათი შვილების განვითარებისთვის სწორი არჩევანი გააკეთონ, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და ხელი შეუწყონ ბავშვის ბედნიერ მომავალს. ყველაფერთან ერთად კი, ფესტივალი დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ყველა მწარმოებელს, ცენტრსა და სასწავლო დაწესებულებას ზრდასა და განვითარებაში.
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
კომენტარები