გორში, სოფელ სვენეთში მაგისტრალზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და იმისთვის, რომ ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური