ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. 22 აგვისტოს მონაცემებით სტიქიას სულ 400 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანი დაშავდა.

ფოტო: The Indian Express

BBC-ის ინფორმაციით, მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. აქედან ათასობით ადამიანი თავს ბანაკებს აფარებს. სტიქიას ინდოეთში 16 აგვისტოდან ებრძვიან.

ფოტო: NewsX

ფოტო: Livemint