დაწიეთ მოლოდინები! კრიტიკოსებმა Suicide Squad გაანადგურეს
ფოტო: DC
კინომოყვარულები 2016 წლის აგვისტოს განსაკუთრებულად ელოდნენ, რადგან ამ დროს ეკრანზე DC-ის კომიქსების მიხედვით შექმნილი თვითმკვლელთა რაზმი გამოდიოდა. თანაც ვარსკვლავური შემადგენლობით - ჯარედ ლეტოს, ვაიოლა დევისის, უილ სმიტის, მარგო რობისა და კარა დელევინის სახელები ბევრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფილმის გამოსვლამდე დღეების ათვლა დაეწყო.
ფილმის ამერიკული პრემიერა შედგა, თუმცა გახდება თუ არა ის წლის ჰიტი ჯერ არავინ იცის, თვითმკვლელთა რაზმმა მაყურებელსა და კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
კრიტიკოსები ფილმს ნეგატიურად აფასებენ. მაგალითად, ScreenCrush-ის მეთ სინგერი ფილმს 10-დან მხოლოდ 3 ქულას უწერს:
“ფილმი პირველიდან უკანასკნელ სცენამდე აბსოლუტური არეულობაა, რომლის მსვლელობა, თხრობა და რადიო ჰიტების მყვირალა საუნდტრეკები მიუთითებს, რომ რეჟისორი პოსტ-პროდაქშენისას სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი”.
უკმაყოფილოა Cinemablend-ის ერიკ აიზენბერგიც:
“ფილმს აქვს იუმორის გრძნობა და სახალისოა, რასაც ერთვის ხმაურიანი და ენერგიული საუნდტრეკი, მაგრამ მისი შინაარსი და საბრძოლო სცენები მეორდება და მოსაბეზრებელი ხდება. ნაწყენი ვარ იმით, რომ თვითმკვლელთა რაზმში ანტაგონისტის ხაზი გაურკვეველი და ზოგადია".
მოკლედ, ფილმს, რომელსაც კომიქსების და ჰოლივუდური ბლოკბასტერების მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდნენ, თანაც ასეთი საოცარი ტრეილერების შემდეგ, საშინელი შეფასებები აქვს:
ჯეიმი გრეჰემი, Total Film:
“თვითმკვლელთა რაზმი სასიამოვნოდ იწყება, თუმცა მალევე ხდება საკმაოდ სუსტი. DC მარველთან შედარებით ჯერ კიდევ ბევრად უკან არის”.
ჯერმეინ ლასიერი, io9:
“დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია მარგო რობის თამაში, მისი პერსონაჟი ქარაფშუტა და არაპროგნოზირებადია და მასთან ერთად აუდიტორიაც კარგად ერთობა. ის ყველა სცენას აძლიერებს და შეიძლება ითქვას, რომ თვითმკვლელთა რაზმი მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც მარგო ჩანს ეკრანზე".
სტეფანი ზაქარეკი, Time:
“ჰარლი ქუინის (მარგო რობი) შემოსვლა თვითმკვლელთა რაზმის საუკეთესო მომენტია. რობი დანაშაულებრივად მომხიბვლელი მსახიობია, ეს ფილმიც მხოლოდ იმად ღირს, რომ მის ნიჭში დავრწმუნებულიყავით, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმმა მას კარგი სამსახური გაუწია”.
დევიდ ელრიხი, Indiewire:
“ჯარედ ლეტო ნაწილობრივ განგსტერია, ნაწილობრივ კლოუნი. პრინციპში, შეგვიძლია მას ყველაფერი ვუწოდოთ, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ფილმის ნაწილი. რეჟისორმა ვერ მოახერხა, რომ გმირი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა, სენსაციურად წარმოეჩინა”.
რიჩარდ ლოუსონი, Vanity Fair:
“ჯარედ ლეტოს ჯოკერი ამ წყეულ ფილმში იშვიათად ჩანს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ის ფილმშია, სრულიად გასაოცარია”.
კრიტიკოსების აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან DC-ის ფანები და ზოგიერთი მათგანი კინომცოდნეებს DC-ის მიმართ მიზანმიმართულ ბრძოლაშიც კი ადანაშაულებენ.
ამასობაში, საიტი Rotten Tomatoes დახურვის მოთხოვნით ფანებმა პეტიცია შეადგინეს. Rotten Tomatoes ავტორიტეტული საიტია, სადაც ფილმებს მაყურებელთან ერთად კრიტიკოსებიც აფასებენ. თვითმკვლელთა რაზმს პოზიტიური შეფასება საიტის კრიტიკოსთა მხოლოდ 31 პროცენტმა დაუწერა.
მოკლედ, ნახეთ ფილმი, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში 4 აგვისტოდან გამოდის და თავად გამოიტანეთ დასკვნები.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა



კომენტარები