ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავე თემურ ჭკუასელიძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე საიდ-მაგომედ აბუბაქაროვთან ულამაზესი გდება გააკეთა. თანაც მაშინ, როცა აბუბაქაროვი ერთი ქულით წინ იყო (8:9). საბოლოოდ ჭკუასელიძემ 12:9 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ თემურმა ფინალში უნგრელი მეტოქეც დაამარცხა და 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.