"საქართველოს სახელით პირველი ჩემპიონობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს" - ბასილაშვილის ინტერვიუ
ფოტო: La Croix
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ATP ტურნირი მოიგო. ჰამბურგში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე მან რეიტინგში 35-ე პოზიცია დაიკავა და ქართველ (კაც) ჩოგბურთელებს შორის ირაკლი ლაბაძის საუკეთესო შედეგი (42-ე ადგილი) გააუმჯობესა.
ტურნირის მოგების შემდეგ მან ATPWorldTour-ის დასმულ კითხვებს უპასუხა.
როგორი გრძნობაა ATP ტურნირის მოგება?
ტიტულის მოგება, ეს რაღაც დაუჯერებელია. ფინალში ორჯერ მითამაშია, მაგრამ მოგება აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. მით უმეტეს, 500 სარეიტინგო ქულაც გამოვიმუშავე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ამის გამო ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი.
ATP ტურნირის მოგება იყო ის, რისი მიღწევაც პროფესიონალ ჩოგბურთელად გახდომის შემდეგ გინდა?
როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ ვიცოდი ATP ტიტული რას ნიშნავდა, მაგრამ პროფესიონალურ ჩოგბურთში გადასვლის შემდეგ, დიახ. ჩემი მიზანი ტიტული იყო. ამაში დიდი ძალისხმევა ჩავდე და ახლა კმაყოფილი ვარ.
რას ნიშნავს შენთვის, წარმოადგენდე საქართველოს და მოიგო ATP ტურნირი?
რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვიყო ერთადერთი ჩოგბურთელი საქართველოდან, რომელმაც ATP ტურნირი მოიგო. ეს რაღაც განსაკუთრებულია.
როგორი გრძნობა იყო, როცა იცოდი, რომ ბოლო ორი ფინალი წაგებული გქონდა და როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს?
ვფიქრობ, დღეს ყველაზე ცუდი მატჩი ვაჩვენე. საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ გამიმართლა. შანსები, რომლებიც მომეცა, გამოვიყენე. ეს გამარჯვება უფრო მეტად თავდაჯერებულს გამხდის. თუ ფინალს კიდევ ვითამაშებ, მეტი გამოცდილება მექნება.
როცა პატარა იყავი, ვინ იყო შენი (საჩოგბურთო) კერპი? ვინ გეხმარებოდა მოტივირებაში?
ყველა, ვინც 10 საუკეთესო ჩოგბურთელის სიაშია. ისინი ნამდვილი მეომრები არიან. ვცდილობ, რომ მათ მივბაძო. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალს, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ენდი მარეის გამოვყოფდი.
არის ვინმე, ვისაც მადლობას გადაუხდიდი კარიერაში მიღწეული წარმატების გამო?
მამაჩემი. მართალია, მასთან ერთად ოთხი წელია, რაც აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ სწორედ მან შთამაგონა, რომ შემეძლო, კარგი ჩოგბურთელი ვყოფილიყავი. რეალურად, კარგ ჩოგბურთს ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მაკლდა. ახლა კი ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი. ემოციების მართვაც გაცილებით უკეთ შემიძლია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.
ჩოგბურთის გარდა, რა არის შენი ჰობი?
ბევრი რამე მაინტერესებს, თუმცა არა ტურნირის მიმდინარეობისას. ჩოგბურთი მძიმე სპორტია, მთელი კვირის განმავლობაში კონცენტრირებული უნდა იყო. ჰობის რაც შეეხება, ჩამოთვლა რომ დავიწყო, შეიძლება ვერც დავასრულო, თუმცა განსაკუთრებით, მაინც მუსიკა მომწონს, ასევე ავიაცია, კულინარია და ა.შ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები