ცერებრალური დამბლის მქონე 9 წლის გოგომ ძმა დახრჩობისგან იხსნა
ლექსი კომოუ-დრისდელი 9 წლისაა და კანადაში ცხოვრობს. მას ცერებრალური დამბლა აქვს, რის გამოც სიარული და საუბარი არ შეუძლია. თუმცა როცა მისი ერთი წლის ძმა აუზში ჩავარდა, მან მისი გადარჩენა მაინც შეძლო.
ლექსის დაბადების დღეზე, მთელი ოჯახი სამზადისში იყო და რამდენიმე წუთით ერთი წლის ლილანდი ყველას ყურადღების მიღმა დარჩა. ეზოში სეირნობის დროს, პატარა ბიჭი აუზს მიადგა და მასში ჩახტა.
შეიძლება დიდებმა ვერა, მაგრამ 9 წლის გოგომ მაშინვე შენიშნა მომხდარი და იმ წამსვე გაიაზრა მოსალოდნელი შედეგები. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ტვინის განვითარებისას მომხდარ დაზიანებას მოჰყვა, ლექსის ძმისკენ გაქცევას ან საშველად ვინმეს დაძახებას ვერ შეძლებდა, ამიტომ გააკეთა ის, რაც იმ წამს შეეძლო — მან ბოლო ხმაზე ყვირილი ატეხა, რომ უფროსების ყურადღება მიეპყრო.
"მაღლა ვიყავი და წვეულებისთვის ტანსაცმელს ვიცვლიდი, მამა უფროსი ძმის მოსაყვანად იყო წასული და ბებია სამზარეულოში საქმიანობდა. სწორედ ამ დროს გავიგე ლექსის კივილი და პანიკაში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ სკამიდან გადმოვარდა", - ამბობს ბავშვების დედა.
ბებია ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა და ლექსისკენ გაიქცა, მან შენიშნა, რომ ლილანდი მის გარშემო არ იყო, გოგო კი აუზისკენ იშვერდა თითს და კივილს აგრძელებდა. ბებიას რამდენიმე წამი დასჭირდა პატარა ბიჭის გადასარჩენად.
ლილანდს საავადმყოფოში წაყვანამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
"2 წამს ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შეუძლია, საბედნიეროდ ლექსიმ დროულად მიიღო ზომები და დასახმარებლად გვიხმო", - ამბობს ბავშვების დედა.
ინციდენტი 5 მაისს მოხდა, 4 ივლისს კი პატარა გოგო ქალაქის საბჭომ გმირის წოდებით დააჯილდოვა. მას საპატიო ჯილდო ქალაქის პოლიციამაც გადასცა.
"გმირი ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება იყოს. პატივი მაქვს, ახალგაზრდა ლექსი დავაჯილდოვო, რადგან მან პატარა ძმის გადასარჩენად დედის გაფრთხილება შეძლო", - დაწერა ტვიტერზე ქალაქის მერმა.
"ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რადგან ჩემს შვილს სიარულისა და ლაპარაკის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს, მას სხვა რამეების გაკეთება არ შეიძლიათ. მაგალითად ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება ან სიტუაციის გააზრება, ეს კი ასე არაა. ლექსი ძალიან ჭკვიანი გოგოა", - ამბობს პატარა გმირის დედა.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები