BBC ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით წერს, რომ ორი შეიარაღებული პირი რომლებმაც ეკლესიაში მძევლები აიყვანეს, უკვე მოკლულები არიან. შემთხვევა ჩრდილოეთ საფრანგეთში მოხდა.

თავდამსხმელებმა 4-6 ადამიანი აიყვანეს მძევლად სენტ-ეტინ-დე-რუვრაის ეკლესიაში, მათ შორის მღვდელი, ორი მონაზონი და მგალობლები.

ფრანგული მედიის თანახმად, ეკლესიაში რამდენჯერმე გაისროლეს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.