პროკურატურამ 2012 წლამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო
ფოტო: Shutterstock / On.ge
პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვას იწყებს. უწყების წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს 3 მოქალაქის, იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის განაჩენები გადაისინჯება.
უწყება ამბობს, რომ აღნიშნული პირები იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისათვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებებისა და მათი უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ:
- იოსებ ჯანდიერის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს დემონსტრაციულად დატოვა ენმ, სადაც ის პარტიის საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების უფროსის თანამდებობაზე 2003 წლიდან მუშაობდა, შეურთდა აქციას და დახია პარტიის მოწმობა. ამის შემდეგ მას საცხოვრებელ სახლში ჰეროინი ჩაუდეს, რის შემდეგაც ის დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მიესაჯა, თუმცა 2008 წელს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, ისე, რომ მას ეს არ მოუთხოვია, ჯანდიერმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
- თემურ სალაყაია შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც დააკავეს იმიტომ, რომ ის დაკავშირებული იყო ქართულ ოცნებასთან. 2012 წელს ის გამოიძახეს სამსახურიდან თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე და კუდის და ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებით, ის ჰეროინის უკანონო შენახვის ცრუ ბრალდებით დააკავეს. ის ციხიდან მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუშვეს.
- ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომელის მიმართაც ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. მან ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წლიანი სასჯელი მოიხადა ციხეში. 2006 წელს ის დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება იმაში, რომ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა. ჩხიკვიშვილმა აღნიშნულზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რასაც საფუძვლად ექსპერტიზის ბიუროს ყალბი დასკვნა დაედო.
პროკურატურა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შეისწავლეს საგამოძიებო საქმის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოიძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულნი არიან.
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
კომენტარები