კანცელარიასთან ჰომოფობია გააპროტესტეს
17 მაისი ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს ამ თარიღს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღნიშნვა დაამთხვია, რის გამოც ლგბტ აქტივისტებს შეეზღუდათ თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის საშუალება.
კანცელარიის წინ ლგბტ აქტივისტების ნაწილმა ჰომოფობია მაინც გააპროტესტა. მათი შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობამერთი კვირის წინ დაანონსებული აქცია, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, რამდენიმე საათით ადრე გააუქმა.
დაგეგმილ აქციაზე მაინც მივიდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები, მედია მენეჯერები. კანცელარიისკენ მისასვლელი ყველა გზა პოლიციამ კორდონით ჩაკეტა, მის მიღმა კი სასულიერო პირები და ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები იდგნენ და პროტესტს გამოხატავდნენ მიმდინარე აქციის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიის წინ აქციის ტერიტორია მთლიანად სამართალდამცველებით იყო შემოსაზღვული, სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხა და კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლელს თავს დაესხა. მან ლგბტ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას.
პირი, რომელმაც ლგბტ აქტივისტს სცემა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობით მუხლით დააკავეს. ბრალდება ერთიდან სამ წლამდე ან ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები