ფოტორეპორტაჟი: აქცია და კონტრაქცია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობამ კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ულტრანაციონალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ.
კონტრაქციის აქტივისტებს სურდათ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებისგან ჰყოფდა.
უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეთა საქართველოს პარლამენტისკენ მიმავალი ყველა გზა. ადგილზე მივიდა სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანა. კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეტაკება მოხდა.
ნახეთ On.ge-ს რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან და გაიგეთ, რა ხდებოდა ორ პარალელურ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ აქციაზე.
სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ბერა ივანიშვილი სიმღერით გამოეხმაურა, რომელშიც ძალადობა დაგმო, მარიხუანას ლეგალიზაციასა და ნარკორეალიზატორების დასჯის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 41-საათიანი დუმილი დაარღვია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა, ძალადობრივი მეთოდები დაგმო და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დახმარებოდენ პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაში. აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს წარმომადგენელმაც მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტთან მივიდა და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ბოდიში მოიხადა, ასევე დადო პირობა, რომ აქციის მონაწილეების ყველა კითხვებს უპასუხებს.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა, დაპირებების შესასრულებლად საათამდე მისცა, ამ პირობით აქცია დაიშალა.
პარასკევს, ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან დაწყებული აქცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები შს მინისტრისა და საქართველოს პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ. მათი მთავარი მოთხოვა მიმართული იყო ნარკოპოლიტიკის რეფორმისკენ და ძალადობის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ძალადობა ცეკვით და მუსიკით გააპროტესტეს.
კომენტარები