თბილისში, კომპანია ფრეგობასმა, პირველი ელექტროავტობუსი შემოიყვანა, რომელიც სატესტო რეჟიმში ავტობუსის რამდენიმე ხაზზე იმოძრავებს.

ავტობუსი, რომელიც უკვე გავიდა ქალაქში და მგზავრებს ემსახურება, ადაპტირებული არ არის. თბილისის მერიის პრესსამსახურში On.ge-ს განუმარტეს, რომ ერთთვიანი სატესტო მუშაობის შემდეგ, საქართველოში აშენდება ქარხანა, სადაც ელექტროავტობუსებს ააწყობენ და ყველა ასეთ ავტობუსი ადაპტირებული იქნება.

ელექტროავტობუსის ფოტოები და ვიდეო ფეისბუქში თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა გაავრცელა.

ფოტო: Facebook / მანანა თოქმაჯიშვილი

ფოტო: Facebook / მანანა თოქმაჯიშვილი