ილიაუნიში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმის შესახებ კონფერენცია ჩატარდა
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიაუნიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პროექტის ფარგლებში პირველი იყო.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა პროექტის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს და დამსწრე აუდიტორიას ამ ეტაპისთვის ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ზრდის სისტემის მიმართ ნდობას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა, გიორგი მელაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებასა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.
"თუკი საზოგადოებას ექნება ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, უფრო მეტად გაითავისებს პასუხისმგებლობას, გაიაზრებს რომ თავად მართავს ქვეყანას და ჩართულია ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში ხდება, მათ შორის სასამართლო სისტემაში", - ამბობს გიორგი მუმლაძე.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორი ზაზა დათუკაშვილი, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ახალი ინსტიტუტი საქართველოში, ის 2010 წელს შევიდა ძალაში, თუმცა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამოქმედდა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რას ემსახურება ის, ვინაიდან საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში", - ამბობს ზაზა დათუკაშვილი.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლაი კოვალევი, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კარგად ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა





კომენტარები