ნინია კაკაბაძე

4 Apr. 2018, 16:42

დღევანდელ კენჭისყრა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონია, მეჩვენება ეს ყველაფერი და აქამდე ვერ ვიჯერებ.

მადლობა მათ, ვინც ხმა მომცა მე და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ დემოკრატიისაკენ... ასევე, ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დისკრედიტაციისკენ.

მე მესმის, რომ ჩემთვის ხმის მოცემა ძალიან, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია და მადლობა მათ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. ძალიან ვაფასებ მე უკომპრომისობას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებში.

ცხადია, ეს მადლობა ყველაზე მეტად იმას ეკუთვნის, ვინც ჩემი კანდიდატურა დააყენა და ასევე მათ ვინც ღიად მხარი დამიჭირა.

დიდი მადლობა მედიას, რომელიც მუდმივად ინტერესდებოდა ამ თემით და ესმის თავისი პასუხისმგებლობა.

მე ვიცი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან ბევრი საქმე. ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთებ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებლად იქნება საზოგადოების და არა ერთი და ორი ადამიანის სამსახურში!

მე ნუ მილოცავთ, ყველას, ვინც ამ ქვეყანას და ამ მაუწყებელს გულშემატკივრობს ყველას გილოცავთ.

ჯიუტი ვართქო, რომ ვამბობდი არ მიჯერებდნენ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?

დამღლელი დღის შემდეგ ზოგჯერ რთულია, რომ მაცივარში დარჩენილ საჭმელს დასჯერდე და პირდაპირ მიტანის სერვისით არ ისარგებლო.…