იტალიაში პოპულისტების გამარჯვება ამერიკას აშფოთებს
ფოტო: Reuters
ამერიკის მთავრობის წევრები ცდილობენ შეაფასონ, როგორ აისახება კვირას იტალიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალური ვაშინგტონისა და რომის მომავალ ურთერთობაზე.
ევროკავშირის ლიდერებისა და შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ იტალიის არჩევნებში ევროპული გაერთიანებისადმი სკეპტიკური ძალები დაწინაურდნენ და რომ მთავრობაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ პარტიების შეთანხმებით დაკომპლექტდება. მათ ნაწილს ძლიერი იდეოლოგიური კავშირები აქვს კრემლთან. ეს დასავლეთს შეშფოთების სიგნალს უგზავნის.
ამერიკის მთავრობაში ამბობენ, რომ იტალიასა და შტატებს შორის ამჟამად დაზვერვასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით ინფორმაცია იცვლება და ეს პროცესი შესაძლოა შეფერხდეს, თუკი მთავრობას მემარჯვენე ლიგა ან/და ანტი-ისტაბლიშმენტური 5 ვარსკვლავის მოძრაობა დააკომპლექტებს.
"ალბათ, მკვეთრად შევამცირებთ იმ ინფორმაციის მოცულობას, რასაც ჩვენ იტალიელებს ვუზიარებთ, თუმცა ეს არ შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ჯიჰადისტებთან თუ ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებს", - ამბობენ ამერიკის კონტრდაზვერვის თანამშრომლები ამერიკის ხმასთან საუბარში.
შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურები უკვე იწყებენ იმის შეფასებას, თუ დაზვერვის რა ინფორმაციის გაცვლა უნდა გაგრძელდეს და რა ნაწილს უნდა მიენიჭოს უფრო მაღალი დაცვის სტატუსი იმისთვის, რომ ის მოსკოვის ხელში არ აღმოჩნდეს. დაზვერვის თანამშრომლები ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ნამდვილად გაიზრდება და კიდევ უფრო ნათელი გახდება შეზღუდვების მასშტაბები მაშინ, როდესაც ახალი მთავრობა დაკომპლექტდება და დაინიშნებიან საგარეო საქმეთა, უშიშროებისა და სხვა დაზვერვითი სამსახურების ხელმძღვანელები.
ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ, როგორც ცალკეულმა პარტიამ, არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მასზე მეტი მხარდაჭერი აღმოაჩნდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაერთიანება ლიგას, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მეთაურობს. სწორედ ლიგის წევრები მიიღებენ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს. თუმცა წინ ჯერ კიდევ ხანგრძლივი მოლაპარაკებებია.
რობერტო ლავარინიმ, იტალიის ძმების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსულ სპუტნიკ ტვ-ის უთხრა, რომ მისი პარტია უკვე ემზადება შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრის პოზიციის მისაღებად. მათივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ ასევე რამდენიმე მინისტრის მოადგილის პოზიციებსაც, მემარჯვენე კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ.
მისი თქმით, ამგვარი მთავრობა შეძლებს იმუშაოს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე, ასევე იმაზე, რომ დაიწყოს "პრივილეგირებული დიალოგი მოსკოვთან'. ეს სანქციები დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. ლავარინი ამბობს, რომ მის პარტიას აქვს სურვილი გადახედოს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც იტალიის ნატოში და ევროზონის წევრობას შეეხება, ამ განხილვის შედეგად კი გადაწყვეტილებები მიიღება "რუსეთთან სტრატეგიული კავშირების გაუმჯობესების" საკეთილდღეოდ.
ლიგა და 5 ვარსკვლავის მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ "ამ სანქციებმა იტალია ისევე დააზარალა, როგორც რუსეთი". 2016 წელს, ლიგის მიერ მართულმა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რეგიონმა რეზოლუციები შეიმუშავა, რომლებითაც ისინი მოითხოვდნენ ოფიციალურ რომს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად ეღიარებინა. იმავე წელს ლიგის წევრ პოლიტიკოსთა და იმ ბიზნესმენთა ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით "დაზარალდა", ყირიმში ჩავიდა.
კრემლის მიმართ დადებითად განწყობილი სხვა ევროპული პოლიტიკური პარტიების მსგავსად, იტალიის ძმები, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა და ლიგა რუსეთს ევრკავშირის საპირწონედ მიიჩნევენ. ლიგას რუსეთის მმართველ პარტია ერთიან რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც კი აქვს გაფორმებული.
ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის წევრებმა მოიწონეს მოსკოვის სამხედრო ინტერვენცია სირიაშიც. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს კი უკრაინაში მაიდნის პროტესტის წაქეზებაში ადანაშაულებდნენ, რის შედეგადაც პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. იგივე მოძრაობამ არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, მოეხსნა რუსეთისთვის სანქციები. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იტალია მეორე უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა რუსეთისთვის და სანქციების შემდეგ ეს ექსპორტი პრაქტიკულად განახევრდა.
ამერიკის სადაზვევრო სამსახურებსა და იტალიის შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობა არც ისე "ახლოა", როგორც დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ეს ურთიერტობა 2009 წელს გაუარესდა, როდესაც იტალიის სასამართლომ ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი და კიდევ 22 ამერიკელი - ანუ პრაქტიკულად ყველა ოპერატიული მუშაკი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ მუსლიმი სასულიერო პირის მილანიდან გატაცებისა და ეგვიპტისთვის გადაცემის საქმეში 2003 წელს.
ცივი ომის შემდეგ ქვეყნის ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობებს მუდამ ჰქონდათ რუსეთთან ბიზნეს კავშირები და ენერგეტიკასთან დაკავშირებული შეთანხმებები. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირში იმპორტირებული ინდუსტრიული აღჭურვილობის ნახევარი იტალიაში იყო წარმოებული.
იტალიის მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობები რუსეთთან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კავშირებს ბერლინის კედლის დანგრევიდან მოყოლებული არასდროს წყვეტდნენ, განსაკუთრებით კი ბერლუსკონის მთავრობა, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან "ახლო მეგობრობა" ჩამოუყალიბდა. 2015 წელს ის პუტინთან ერთად ყირიმშიც ჩავიდა. ოფიციალურ პირები, რომლებიც მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ეჭვი არ ეპარებათ, იტალიისა და რუსეთის კავშირები გაღრმავდება.
-
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა
გადახედვა
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
-
პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს
გადახედვა
-
ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
გადახედვა
-
ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
-
ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა
გადახედვა
-
ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის? ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის?
-
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ოქტოპუსი: თუ "ტვ იმედი" და გია აბაშიძე ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდიან, სასამართლოში ვუჩივლებთ ოქტოპუსი: თუ "ტვ იმედი" და გია აბაშიძე ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდიან, სასამართლოში ვუჩივლებთ
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
გადახედვა
-
გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი სანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ის, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი სანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ის, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
გადახედვა
-
მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი? NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
-
გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან
გადახედვა
-
პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
გადახედვა
-
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის
-
ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში
კომენტარები