ადამიანის უფლებათა ცენტრი: სად-მა ადვოკატებს მსჯავრდებულებთან ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა
"ესაა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა პროფესიული საქმიანობის დროს".
ფოტო: Shutterstock
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართავს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების აღმოფხვრას სთხოვს:
"სად-ის თანამშრომლები ადვოკატისგან მოითხოვენ, გააცნონ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ვიზიტისას მომზადებული ჩანაწერები" - აცხადებენ ცენტრში.
მათი ინფორმაციით, ბოლო ასეთი შემთხვევა 1 ივლისს, #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირდა, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე იმყოფებოდა თავის დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან და სად-იდან გამოსვლისას მას კონფიდენციალური ჩანაწერების წარმოდგენა მოსთხოვეს.
"ესაა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა პროფესიული საქმიანობის დროს" - აცხადებენ ცენტრში. მათივე თქმით, სად-ის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა ცენტრის ორდერით მომუშავე ადვოკატებს უცხადებენ, რომ სხვა ადვოკატები მათ მოთხოვნას ემორჩილებიან.
"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, ადვოკატს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა.
ადვოკატი, ასევე, ვალდებულია დაიცვას პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომლის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონფიდენციალობის პრინციპს: ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან.
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
ცენტრი აცხადებს, რომ ადვოკატი პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის საფრთხის წინაშე დადგება, თუკი იგი დაემორჩილება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მოთხოვნას და გააცნობს მათ კონფიდენციალურ ჩანაწერებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს აცნობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. საპასუხოდ, ცენტრს წერილობით ეცნობა, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში გარკვევით აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთ სამართლებრივ ნორმას, რომელიც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს აძლევს უფლებას, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, აკონტროლონ, გაეცნონ ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის ჩანაწერებს. ასევე კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერის შეზღუდვას.
ამ განმარტების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატთა უკანონო კონტროლი კვლავ გრძელდება" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დაინტერესდეს არსებული ვითარებით და გაატაროს ქმედითი ზომები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეწყდეს ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის პრაქტიკა.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები