რადიო თავისუფლების განმარტება რედაქციაში შექმნილ მდგომარეობაზე
ფოტო: რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ბოლო დღეებში რედაქციის შიდა პრობლემებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. მათი განცხადება ნეტგაზეთმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დღეებში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მოგვმართავენ ჩვენი ერთგული აუდიტორიის წარმომადგენლები თხოვნით, განვუმარტოთ ჩვენი რედაქციის გარშემო შექმნილი ვითარება. ვრჩებით რა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით, მოკლედ გიამბოთ ბოლო პერიოდის მოვლენებზე.
მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.
უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა ზემოთ ნახსენები შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.
სწორედ ამან განაპირობა რედაქციის გადაწყვეტილება, თანამშრომლობის წინადადებით მიემართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს აუდიტორიას და გპირდებით, რომ არსებული კრიზისის დაძლევის შემთხვევაში კვლავაც ჩვენი ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგული დავრჩებით."
ამერიკულმა გამოცემა BBG Watch-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას მოითხოვს.
გამოცემის თქმით, ქართული ბიურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს გაერთიანებას, რადგან, მათი აზრით, ამით რადიო თავისუფლების მიმართ ნდობა გაქრება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსთავი 2 ექს-პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ მყოფ ტელეკომპანიად ასოცირდება.
რუსთავი 2-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადიო თავისუფლებასთან ბოლო კომუნიკაცია შარშან ჰქონდათ და აღნიშნულ მოლაპარაკებაზე არაფერი სმენიათ. ნიკა გვარამიას მიიჩნევს, რომ რადიო თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის დაკავშირება ტელევიზიის დისკრედიტაციას და მისი მიკერძოებულობის მტკიცებას უკავშირდება, რაც სტრასბურგის სასამართლოში მოახლოებული გადაწყვეტილების წინ ხელისუფლების ინტერესში შედის.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები