ამერიკელმა სამართალდამცავებმა კენტუკის შტატ ქალაქ ლუიზვილში, საცხოვრებელ ბინაში, ორი მოკლული კაცი იპოვეს, მათგან ერთი 31 წლის დავით კანდელაკია.

ადგილობრივი ტელეარხის ცნობით, დავით კანდელაკი ოთხშაბათს, მაიამის აეროპორტში უნდა დახვედროდა ცოლსა და ორ შვილს, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ. ის ლუიზვილიდან ცინცინატის გავლით უნდა ჩაფრენილიყო მაიამიში, თუმცა ის თვითმფრინავში არ ასულა.

კანდელაკის ცოლმა სამართალდამცავებს შეატყობინა კანდელაკის დაკარგვის შესახებ, რადგან როგორც ამერიკული მედია წერს, მას არ ახასიათებდა დაგვიანება, ან გაუფრთხილელად გეგმიდან გადახვევა.

ჯერჯერობით, დადგენილი არ არის მომხდარის დეტალები. კანდელაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლთან და ორი წლის ტყუპებთან ერთად ცხოვრობდა.