ტრილოგია - სარაჯიშვილის მიერ შექმნილი უნიკალური კონიაკი, რომელიც სამ საუკუნეს აერთიანებს
ტრილოგია ბერძნული სიტყვაა და სიტყვა სიტყვით სამ ისტორიას ნიშნავს, თუმცა სარაჯიშვილის მიერ შექმნილი ახალი კონიაკის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა ამ სიტყვის ეტიმოლოგია გადმოვიბიროთ და სამი საუკუნის უძველესი და უნიკალური სპირტის ერთობლიობას დავარქვათ. ამის უფლებას კომპანიის მიერ შექმნილი უახლესი პროდუქტი გვაძლევს, რომლის არსებობაც ფართო საზოგადოებისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი.
ახალი კონიაკის ისტორია, რომელსაც ტრილოგია ქვია, 1884 წელს იწყება. ამ დროს დავით სარაჯიშვილმა პირველად დაიწყო კლასიკური ტექნოლოგიებით ღვინის უნიკალური ბრენდის წარმოება. მას შემდეგ, კომპანიის სტრატეგია არ შეცვლილა. ის მუდმივად ახალ გამოწვევებს, ინოვაციებსა და უნიკალური პროდუქტის შექმნას ესწრაფვის და ამავდროულად, ინარჩუნებს საკუთარ ტრადიციებსა და ისტორიას.
ტრილოგიის წარდგენა სარაჯიშვილის ისტორიული ჩამოსხმის შენობაში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები. მასპინძლები სტუმრებს სარაჯიშვილის სხვადასხვა საამაყო სასმელებით უმასპინძლდებოდნენ, თუმცა დღის მთავარ გმირს, ტრილოგიას, ყველა განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა.
მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა საგანგებოდ შეფუთული სტენდები, რომლის უკანაც ის უნიკალური პროდუქტი იმალებოდა, რომლის სანახავადაც ყველანი შევიკრიბეთ.
რითი გამოირჩევა TRILOGY?
ახალი პროდუქტის ლიტერატურული სახელწოდება შემთხვევითი როდია - ის სამი საუკუნის განმავლობაში დაგროვებული ტრადიციებისა და გემოების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც ტრილოგიას სრულიად უნიკალურს ხდის. ახალი სასმელი ერთგვარი დროის მანქანაა, რომელიც თავისი თვისებებით მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ისტორიაში გამოგზაურებთ. მასში თავმოყრილია სამი საუკუნის უძველესი სპირტები, ყურძნის სამი ჯიშისა და საქართველოს სამი სხვადასხვა რეგიონის ჰარმონია.
ტრილოგიის კიდევ ერთი საიდუმლო ისაა, რომ საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობების მქონე სამი სხვადასხვა მიკროზონიდან შერჩეულ ყურძნის ჯიშებშს აერთიანებს. ციცქა იმერეთიდან, ჩინური ქართლიდან და რქაწითელი კახეთიდან - ყველაფერი ერთ სასმელში. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონების გაერთიანება ერთ სითხეში განსაკუთრებით ეგზოტიკურს ხდის მას, სძენს შეუდარებელ არომატებს და კიდევ უფრო ამძაფრებს იდეის უნიკალურობას.
ნებისმიერი სასმელის ღირსება მისი დაძველების წლებია. ტრილოგიის შემთხვევაში, სამი საუკუნის უძველესი სპირტების შერევით მიღებულმა უნიკალური სითხის ასაკმა 65 წელს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უნიკალურობას.
ახალი პროდუქტისა და იდეის უნიკალურობა კარგად არის ასახული მის დიზაინში, რომელიც გრაფინის სამკუთხედი ფორმებით არის გამოხატული. მისი ზენიტი კი ბროლის თავსახურია, რომელიც ბოთლის ფორმას იმეორებს. ტრილოგიის დიზაინი თავისი ფორმებითა და ვიზუალით ზუსტად გამოხატავს იმ იდეას, რომელიც ახალი კონიაკის შექმნის მთავარი შთაგონების წყაროა.
როგორც ყველა უნიკალური პროდუქტი, სარაჯიშვილის მიერ შექმნილი ტრილოგიაც ლიმიტირებული რაოდენობით, სულ ათასი ცალი არის ჩამოსხმული.
ტრილოგიაზე კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სარაჯიშვილის მიერ შექმნილი კონიაკი უნიკალური მოვლენაა როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოსთვისაც.
„დარწმუნებული ვარ, რომ ტრილოგია ძალიან პოპულარული გახდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ საექსპორტო ბაზრებზეც. სარაჯიშვილისგან ჩვენ ძალიან განებივრებულები ვართ ხარისხიანი პროდუქტით, კრეატიული მიდგომებითა და ძალიან საინტერესო პროექტებით“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
სარაჯიშვილის გენერალური დირექტორი, ზურაბ ბუბუტეიშვილი პროდუქტს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ახალი კონიაკი სრულიად განუმეორებელია.
„ტრილოგია უნიკალური პროდუქტების ხაზის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რადგან ის შეიცავს განუმეორებელი სითხეების ნაზავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი დონის პროდუქტი შეიქმნა. აღსანიშნავია პროდუქტის შეფუთვაც და ისიც, რომ ტრილოგია ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოცემული. თითოეული ბოთლი გრავირებულია და მოყვება პასპორტიც. დარწმუნებული ვარ, ვინც გასინჯავს, ყველა აღფრთოვანდება“, - ამბობს ზურაბ ბუბუტეიშილი.
ტრილოგიის შექმნაზე კომპანია დაახლოებით წელიწად ნახევარს მუშაობდა. საზოგადოებისთვის წარდგენა კი, 23 დეკემბერს, სარაჯიშვილის ისტორიულ ქარხანაში მოხდა. ახალი კონიაკის ყიდვა მხოლოდ სარაჯიშვილის ქსელშია შესაძლებელი.
კომენტარები