სტრიპის და მაკგოვანის დაპირისპირება ვაინშტაინის საქმეზე და საჯარო ბოდიში
ფოტო: Getty
როუზ მაკგოვანის ბრალდებას, რომ მერილ სტრიპის მხრიდან ოქროს გლობუსზე გამოსვლა სიმბოლური შავი კაბით თვალთმაქცობა იყო, მსახიობმა ვრცელი წერილით უპასუხა.
სტრიპის თქმით, მაკგოვანი მასზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და სურს, რომ მას სიმართლე გააგებინოს.
როუზ მაკგოვანი ჰარვი ვაინშტაინის მიერ გაუპატიურებულ ქალებს შორისაა.
"მერილ სტრიპის მსგავსი მსახიობები, რომლებიც ბედნიერად მუშაობდნენ ღორ მონსტრთან [ჰარვი ვაინშტაინი] ოქროს გლობუსზე შავი კაბებით მიდიან და ეს მათი ჩუმი პროტესტია. არადა პრობლემა სწორედ თქვენი სიჩუმეა. თქვენ ყალბ ჯილდოებს მშვიდად იღებთ და სინამდვილეში ცვლილებები არ მოგაქვთ. მეზიზღება თქვენი თვალთმაქცობა. იქნებ საერთოდ მარჩესა [ვაინშტაინის ყოფილი ცოლის ტანისამოსის ბრენდი] ჩაგეცვათ?" - დაწერა როუზ მაკგოვანმა ტვიტერზე, თუმცა ეს პოსტი უკვე წაშლილია.
სტრიპმა მაკგოვანს ჰაფინგტონპოსტზე გამოქვეყნებული წერილიდან უპასუხა:
"მტკივნეულია მაკგოვანის მხრიდან ნიუსების სათაურებიდან თავდასხმები, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ ვაინშტაინის დანაშაულებრივ ქმედებებზე არაფერი ვიცოდი. არც 90-იან წლებში, როცა როუზი მისი მსხვერპლი გახდა და არც იმ ათწლეულების განმავლობაში, როცა ის [ვაინშტაინი] სხვებს ესხმოდა თავს. მე განზრახ კი არ ვიყავი ჩუმად, მე უბრალოდ არ ვიცოდი. მე ჩემი სიჩუმით არ ვიცავდი გაუპატიურებაში ბრალდებულებს. მე უბრალოდ არ ვიცოდი. მე არ მომწონს, როცა ახალგაზრდა ქალებს ესხმიან თავს, უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ეს ხდებოდა".
სტრიპმა დასძინა, რომ ის არასდროს ყოფილა ვაინშტაინის სახლში ან სასტუმრო ნომერში და ჰოლივუდიდან გაძევებული პროდიუსერიც არასდროს მიუღია შინ:
"ყველა მსახიობმა ქალმა და კაცმა, ან რეჟისორმა, რომლებიც ვაინშტაინის კომპანიის დახმარებით იღებდნენ ფილმებს, არ იცოდა, რომ ის ქალებს ავიწროებდა და აუპატიურებდა, სანამ ეს თავად ამ ქალებმა არ გვითხრეს".
სამი ოსკარის მფლობელმა სტრიპმა ასევე დაწერა, რომ მან ახალი ამბების წაკითხვისთანავე, მაკგოვანს, საერთო მეგობრების საშუალებით, თავისი სახლის ტელეფონის ნომერი გაუგზავნა და მისგან ზარს ელოდა, რათა საკუთარი სიმპათია გამოეხატა მის მიმართ, თუმცა მისგან ზარი არ მიუღია.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ის მე მოწინააღმდეგედ აღმიქვამს" - დასძინა სტრიპმა.
მერილის წერილის შემგდეგ, მაკგოვანმა ბოდიში მოიხადა.
"მარჩესაზე ჩემი კომენტარი ნამდვილად ზედმეტი იყო და ამის გამო ბოდიშს ვიხდი" - დაწერა მაკგოვანმა.
გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წელი ჰოლივუდისთვის საკმაოდ მძიმე იყო, ყველაზე განხილვადი თემები კი სექსიზმი, ბულინგი და სექსუალური შევიწროვება აღმოჩნდა, ამერიკული კინემატოგრაფის ყველაზე გავლენიანმა ქალმა მსახიობებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის ნიშნად ცერემონიაზე შავი კაბები ჩაიცვან და ამ გზით კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
ჰარვი ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
კომენტარები