თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ქვეყნის საელჩოს გახსნის, წერს The Guardian. რამდენიმე დღის წინ მან მსოფლიოს მოუწოდა, რომ პალესტინის დედაქალაქად ისრაელი ეღიარებინათ.

უცხო ქვეყნის საელჩოები, მათ შორის თურქეთის, თელ-ავივში არის განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია როგორ აპირებს ამის გაკეთებას ერდოღანი, რადგანაც იერუსალიმს მთლიანად ისრაელი აკონტროლებს.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) წევრებმა აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადეს. მათი თქმით, პალესტინის დედაქალაქი ამჟამად ოკუპირებულია ისრაელის მიერ.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა ლიდერები სტამბოლში 13 დეკემბერს შეიკრიბნენ. ისინი ერდოღანმა მოიწვია ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ. ტრამპმა ამის შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა. მან სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, უზრუნველყოს აშშ-ს საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში.

გაიგეთ მეტი: