მერაბ ნინიძე

7 Dec. 2017, 16:36

ძალადობის სათავე არასწორ აღზრდაში იბადება და ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალადობა ყოველდღიური ნორმაა. ჩვენი მამების თაობამ ვერ გვაზიარა ჰუმანიზმს. სამაგიეროდ, ომის იარაღის და სიკვდილის რომანტიზირებით გავიზარდეთ. ძალადობა ქალზე, ასევე, სხვებზე, ვინც ჩვენზე ფიზიკურად უფრო სუსტი და დაუცველია იყო ნორმა ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ, როგორც მშობელი, გირჩევთ და მოგიწოდებთ, ნუ აჩუქებთ თქვენს პატარა შვილებს პლასტმასის თოფებს ნუ გაუღვივებთ ომის, ჩაგვრისა და მკვლელობის ჟინს. ნუ შთააგონებთ მათ, რომ ვინმეზე რამით უკეთესები არიან.

შვილის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღო, მისი ინტერესებით დაინტერესდე და გულახდილი საუბარი გქონდეს ყველა თემაზე. წიგნი წაუკითხო, სიყვარული ასწავლო და ბუნებასთან დაახლოვო. არ შეიძლება შვილის აღზრდა მიანდო მხოლოდ სკოლას, მეზობელს, ტელევიზორსა და ინტერნეტის სივრცეს.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
  2. რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
  3. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
  4. ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
  5. 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…