ბეთ ჰარტის კონცერტი ძველ იპოდრომზე
18 ნოემბერს ძველი იპოდრომის სცენაზე ამერიკელმა მომღერალმა ბეთ ჰარტმა კონცერტი გამართა. თბილისს ის უკვე მესამედ ეწვია.
კონცერტის განმავლობაში მან შეასრულა ისეთი სიმღერები როგორიცაა: Setting Me Free, Delicious Surprise, I'll Take Care of You, Baby Shot Me Down და სხვა. კონცერტის დასრულების შემდეგ მაყურებლებმა ბეთ ჰარტი და მისი ბენდი სცენაზე დააბრუნეს და მომღერალმა მსმენელს კიდევ რამდენიმე სიმღერა აჩუქა.
დამშვიდობებისას ერთ-ერთი მსმენელი სცენაზე ავიდა და მომღერალს ჩაეხუტა. ბეთ ჰარტმა დაცვა სცენიდან ჩაუშვა და ქართველ ფანთან ერთად იპოდრომზე შეკრებილ ადამიანებს დაემშვიდობა.
ორსაათიანი დაუვიწყარი და ენერგიით სავსე კონცერტის დროს მომღერალი დაგვპირდა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ აუცილებლად ეწვეოდა.
ბეთ ჰარტი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. მსოლფიო ყურადღება და აღიარება მოიპოვა სიმღერით LA Song (Out of This Town) ალბომიდან Screamin' for My Supper. თავისი კარიერის განმავლობაში ბლუზის დედოფალს ჩაწერილი აქვს ცხრა ალბომი.
2014 წელს ალბომისთვის SeeSaw გრემიზე იყო ნომინირებული. ასევე, 2014 Blues Music Award-ზე იყო ნომინირებული კატეგორიაში ბლუზის საუკეთესო ქალი მომღერალი.
კომენტარები