კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე

16 Nov. 2017, 17:37

ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, გვავიწყდება, რომ არსად ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას.

ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მიმანიშნებელი იყოს. თუმცა სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი. სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და თუ უფლებები ირღვევა, მისთვის აბსოლუტურად არაფერს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ის უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული და, დიახ, ზოგჯერ მწვავედ კრიტიკული, როცა ეს საჭიროა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ