ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
პარლამენტის თავმდჯომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დაწესებული სანქციები არალევანტურია. მისი თქმით, სანქციები, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან კავშირში მყოფ 3 პირს შეეხო, ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილია რუსეთთან დაკავშირებით. მან სანქციების ამოქმედება გაფუჭებული საათის მუშაობას შეადარა.
"გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს… შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება ჩვენი გადმოსახედიდანაც იყოს სწორი, მაგრამ ის გაფუჭებული საათი, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს სანქციებთან დაკავშირებით, გაფუჭებულ საათად რჩება", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, UK-მა გუშინ ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არც რაიმეს არგებს ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც რაიმეს აკლებს.
"ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი… ამის შემდეგ რას აკეთებს? დიდი ბრიტანეთი MI6-ის რაზმით ჩავა ცხინვალში და აიყვანს იმას, თუ რას იზამს?
ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ ვართ მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი. ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი რუსეთთან დაკავშირებით. აქ საქართველო იქნებოდა, სომხეთი თუ ლიეტუვა, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. როგორ უნდა უთხრა მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებსაც არ გადის ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ. იქნებ ვინმე დასამატებელი გვყავს, იქნებ ვინმე არ არის დასამატებელი. ხომ უნდა გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია, თუ ჩვენი ინტერესებით მოქმედებენ. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს გახლავთ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ანგარიშსწორების ნაწილი. აქ ჩვენი ინტერესი არავის არ აინტერესებს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
"ეს [დასანქცირებული] ადამიანები არიან რუსეთში, თავის სახელმწიფოდ მაინც აღიქვამენ რუსეთს, იქ არიან", — დასძინა მან.
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები