რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელბულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა. მიტროპოლიტმა ანტონიმ შიოს პატრიარქ კირილის მოკითხვა გადასცა, მხარეებმა კი ორ ეკლესიას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
"2026 წლის 30 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები პირები თბილისში წმინდა ადგილებს ეწვივნენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მოინახულა სამების საკათედრო ტაძარი და სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც მიტროპოლიტმა ანტონიმ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა. მან ასევე მოილოცა სიონის ტაძარში დაცული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მანგლისელი წმინდა იოანეს წმინდა ნაწილები. დელეგაცია ასევე ეწვია თბილისში მდებარე კეთილმორწმუნე დიდი მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ტაძარს.
საქართველოს საპატრიარქოში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III შეხვდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა პატრიარქ კირილისგან საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა. პატრიარქმა შიომ დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ეკლესიას შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის. მხარეებმა ორი ეკლესიის თანამშრომლობისა და მართლმადიდებლობისთვის საერთო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს, შეხვედრის ბოლოს კი საჩუქრები გაცვალეს", — წერია რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. მათი ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს".
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები