WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
თბილისში 70-სართულიანი "ტრამპ თაუერის" (Trump Tower) მშენებლობა იგეგმება, რომელიც საქართველოს უმაღლესი შენობა უნდა გახდეს. როგორც The Wall Street Journal წერს, დეველოპერებმა ცათამბჯენისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მმართველი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ფონდისგან იყიდეს.
მიწის ყიდვა-გაყიდვის გარიგება 2023 წელს შედგა. WSJ-ის მიერ შესწავლილი კორპორაციული დოკუმენტების თანახმად, დეველოპერებმა ივანიშვილის ოჯახის ფონდს 85 მილიონ დოლარამდე გადაუხადეს. თანხა ეტაპობრივად ირიცხებოდა, ხოლო გარიგება სრულად 2026 წლის ივლისში დასრულდა, — განუცხადა WSJ-ს პროექტის წარმომადგენელმა. გამოცემა წერს, რომ ქართველმა ინვესტორებმა ტრამპის ორგანიზაციასთან (The Trump Organization) ბრენდის გამოყენების შესახებ შეთანხმებას 2026 წლის მაისში მიაღწიეს.
პროექტში ქართველი ინვესტორები მონაწილეობენ, მათ შორის "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე და ქართული ოცნებასთან დაკავშირებული ყოფილი პარლამენტარი ილია წულაია. მაისში ისინი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციას ეწვივნენ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან, ერიკ ტრამპთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ტრამპის ორგანიზაცია დეველოპერებს ბრენდის გამოყენების უფლებას აძლევს და მსგავსი გარიგებებისთვის, როგორც წესი, საწყის თანხასა და შემოსავლის წილს იღებს.
The Wall Street Journal ყურადღებას ამახვილებს პროექტის პოლიტიკურ კონტექსტზე:
თბილისის ავტორიტარული შემობრუნებისა და მოსკოვთან დაახლოების ფონზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში იშოვა და ქართული ოცნების დე ფაქტო ლიდერად ითვლება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებაზე უარი თქვა, მიიღო "უცხოური აგენტების" კანონი, რომელსაც ოპოზიციამ "რუსული" უწოდა, ხოლო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. 2025 წელს გამოცემა The Insider-მა აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის მიმართ ყველაზე ლოიალურ სახელმწიფოდ იქცა და ეკონომიკურად კვლავ რუსეთზეა დამოკიდებული.
გამოცემა წერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ივანიშვილმა დასავლეთი საქართველოსა და უკრაინის "საზარბაზნე ხორცად" ქცევისა და თბილისისთვის რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ რუსეთთან ომის საფრთხე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია.
2024 წლის დეკემბერში აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და ის "რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე" საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვაში დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, მის ოჯახთან დაკავშირებულმა ფონდმა განაგრძო თანხების მიღება იმ მიწისთვის, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის ოჯახის ბრენდირებული ცათამბჯენი უნდა აშენდეს.
ქართველი ექსპერტები, რომლებმაც The Wall Street Journal-ს ინტერვიუ მისცეს, "ტრამპ თაუერს" ვაშინგტონთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების დამყარების მცდელობადაც განიხილავენ. ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ პროექტი შესაძლოა, პირველ რიგში, "ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე სახის კავშირის" დამყარების გზა იყოს. ადრე საქართველოს ხელისუფლებაც საჯაროდ ცდილობდა ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას: 2025 წელს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპს მიმართეს და მასთან იდეოლოგიური სიახლოვე ხაზგასმით აღნიშნეს.
ეს საქართველოში ტრამპის ბრენდის შენობის აშენების მეორე მცდელობაა. დაახლოებით 15 წლის წინ მსგავსი ცათამბჯენის აშენება ბათუმში იგეგმებოდა. დეველოპერებმა სახელის გამოყენების უფლებისთვის "ტრამპის ორგანიზაციას" დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა.
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები