Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
ფოტო: Chaikhana
"დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს", – ამის შესახებ ინფორმაციას Chaikhana ავრცელებს.
ლამარიას და მთელ ზემო სვანეთის რეგიონს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ნაწილია.
"მაგ ზონაში ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების გარეშე. ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მშენებლობის პროექტი და თანხმობა უნდა არსებობდეს", — ამბობს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს პრეზიდენტი Chaikhana-სთან საუბრისას.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან ერთად ლამარიას ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საერთაშორისო კონვენციის გარდა, ეროვნული კანონმდებლობაც იცავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის სახით, — წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, მშენებლობის ადგილას 2014 წლიდან მცირე ზომის შენობა იდგა (ისიც უნებართვოდ აშენებული) და ძირითადად, შეშის შესანახ სათავსოდ იყენებდნენ. მეუფემ ამ შენობის დემონტაჟი და ამავე ადგილას სატრაპეზოსა და საპირფარეშოების აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლამარია დედათა მონასტრად გადაკეთდა, ლამარიას მაჩუბები კი — კელიებად. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პროექტი კერძო კომპანიას შეადგენინეს და მშენებლობა გაზაფხულის მიწურულს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად დაიწყეს.
Chaikhana-ს ადგილზე უთხრეს, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ლამარიას ეკლესიის დაზიანებული სახურავის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, არ რეაგირებს.
"ძეგლთა დაცვის სააგენტომ სატრაპეზოს მშენებლობის შესახებ ადგილობრივისგან გაიგო, 15-16 ივნისს მშენებლობის სანახავად ლამარიაზე ორი ადამიანი ავიდა, რომლებიც ადგილზე მყოფ მამა კვირიკეს სააგენტოს წარმომადგენლებად გაეცნენ. ამ ვიზიტის შემდეგ, მიტროპოლიტ ილარიონს კულტურის მინისტრი თინა რუხაძე პირადად დაუკავშირდა. მიტროპოლიტმა მას სატრაპეზოს მშენებლობაზე ინფორმაცია მიაწოდა და მშენებლობის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელს whatsapp-ით გაუგზავნა. მამა ეგნატე ამბობს, რომ პროექტი გარდა კულტურის სამინისტროსი, საპატრიარქოს და სააგენტოსაც გაგზავნილი და ნანახი აქვს. მეტიც, რჩევა მიიღეს, რომ თავდაპირველი პროექტის ვერსია დაეკორექტირებინათ", — წერს ChaiKhana
ChaiKhana-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ. მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არც კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს გაუვრცელებიათ ინფორმაცია.
ინფორმაცია განახლდება.
ChaiKhana-ს სტატია სრულად ნახეთ აქ.
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
კომენტარები