საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
ფოტო: Shutterstock
"დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც ასახავს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევის შედეგებს" — წერს საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ NATO-ს სამიტები ალიანსის გაფართოების, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატია. ორგანიზაციის შეფასებით, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო სწორედ ამ სამიტებზე იღებდა კონკრეტულ პოლიტიკურ და პრაქტიკულ შედეგებს, თუმცა ბოლო წლებში ეს დინამიკა შეიცვალა.
განცხადებაში მიმოხილულია საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობების ძირითადი ეტაპები — 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ალიანსმა დაადასტურა, რომ საქართველო მომავალში ნატო-ს წევრი გახდება, 2023 წლის ვილნიუსის სამიტამდე, რომელმაც კვლავ გაიმეორა ეს გადაწყვეტილება, თუმცა დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ორგანიზაციის შეფასებით, გარდატეხა 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე მოხდა, სადაც საქართველო მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში იყო მოხსენიებული, ხოლო 2025 წლის ჰააგისა და 2026 წლის ანკარის სამიტების დეკლარაციებში ქვეყანა საერთოდ აღარ ფიგურირებს.
"NATO-ს სამიტები მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ფორმალური შეხვედრა არ არის. სწორედ ამ ფორმატში მიიღება ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაფართოების, ასპირანტი ქვეყნებისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების შესახებ.
საქართველოსთვის NATO-ს სამიტები თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ და პრაქტიკულ შედეგებს იღებდა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-მ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ "საქართველო გახდება NATO-ს წევრი", რაც ყველა მომდევნო სამიტმა დაადასტურა;
2014 წელს უელსში დამტკიცდა NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP);
2016 წლის ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს "აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის";
2018 წლის ბრიუსელის სამიტზე გაფართოვდა SNGP, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით და გამოქვეყნდა ნატო-საქართველოს კომისიის 10 წლისთავის დეკლარაცია;
2022 წლის მადრიდის სამიტზე ალიანსმა საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დამატებითი პოლიტიკური და პრაქტიკული ზომები დაამტკიცა;
2023 წლის ვილნიუსის სამიტმა კვლავ დაადასტურა ბუქარესტის გადაწყვეტილება, თუმცა ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობას;
გარდატეხა 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე მოხდა. საქართველო დეკლარაციაში მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში არის მოხსენიებული. აღარ არსებობს ჩანაწერები წევრობაზე, ინტეგრაციასა და რეფორმებზე;
2025 წლის ჰააგისა და 2026 წლის ანკარის სამიტებზე კი საქართველო საერთოდ აღარ ფიგურირებს.
ამ ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა სამიტის პარალელურ ღონისძიებაში ვერ იქნება შეფასებული იმავე პოლიტიკური და დიპლომატიური მნიშვნელობის მიღწევად, რასაც NATO-ს სამიტის ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობა წარმოადგენს. ე.წ. "გვერდითი ღონისძიებების" პოლიტიკური წონა და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა ვერ შეედრება სამიტის ოფიციალურ ფორმატებს, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და პარტნიორები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ. სწორედ ასეთ ფორმატებში მონაწილეობდა საქართველო წლების განმავლობაში, როდესაც NATO-ს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც ასახავს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევის შედეგებს," — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ანკარაში NATO-ს სამიტი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. სამიტს NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გავრცელებული ცნობით, სამშაბათს საღამოს NATO-ს ლიდერებთან ერთად ვახშამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრებიან.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები