"დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ
პარტიამ დროა ანკარაში დაგეგმილ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მმართველი გუნდის კრიტიკის ფონზე, პარტია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება.
პარტია დროა ხაზს უსვამს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის უმაღლესი პირები თეირანში სამგლოვიარო ცერემონიებს ესწრებიან, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების განმხილველ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე მიწვევის გარეშე დარჩა.
"ხვალ ანკარაში NATO-ს სამიტი იმართება. მასში მონაწილეობას NATO-ს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. მონაწილეთა შორის საქართველო არ არის.
მაშინ, როდესაც საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი და არალეგიტიმური პრემიერმინისტრი არ ტოვებენ სამგლოვიარო ცერემონიებს თეირანში, მათ შორის, ტერორისტ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, რომელიც ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა მოკავშირეთა მობილიზაციის კამპანიად აქცია, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე. არ იქნება იქ, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება", — წერია პარტიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის სამიტის მთავარი თემა სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო პროცესებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
"2026 წლის NATO-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა ალიანსის როლი თანამედროვე სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, როგორც წევრ, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში. ეს შეეხება საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, ანტი-სატანკო, კიბერ თავდაცვისა და დრონების ინდუსტრიის განვითარებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროებია.
საქართველოს უშუალო სამეზობლოში NATO-ს სამიტის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სამიტს ესწრება პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის, უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებთან", — წერს დროა.
ოპოზიციური პარტიის შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, გამოსავალი კი ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება და პროდასავლური კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა.
"ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ, რაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი გზაა.
საქართველოს აღარ იწვევენ იქ, სადაც რეგიონული მშვიდობის საკითხები წყდება, სადაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები განიხილება, სადაც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობა ადარდებს.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის ერთადერთი გზა — ივანიშვილის რუსული რეჟიმის ჩამოშლა და ისეთი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა, რომელიც არა კრემლის, ირანის ტერორისტული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებით მართავს ქვეყანას", — წერია პარტიის განცხადებაში.
- ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
- მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში"
შეგახსენებთ, რომ 7-8 ივლისს ანკარაში NATO-ს სამიტი ჩატარდება, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. სამიტს NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გავრცელებული ცნობით, სამშაბათს საღამოს NATO-ს ლიდერებთან ერთად ვახშამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრებიან.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები