AlgorithmWatch: შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული
საერთაშორისო ორგანიზაცია AlgorithmWatch, რომელიც ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და საზოგადოებაზე გავლენას იკვლევს, საქართველოში საპროტესტო აქციების მონიტორინგისთვის რუსული სათვალთვალო სისტემების გამოყენების შესახებ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს. გამოძიება დეტალურად აღწერს, თუ როგორ მიაღწია ხელისუფლებამ უახლესი სათვალთვალო მექანიზმებით, სახის ამომცნობი პროგრამითა და ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერების ფართო ქსელით იმას, რაც მხოლოდ ფიზიკურმა ძალამ შიშისა და ფინანსური ზეწოლის გზით ვერ შეძლო.
გამოძიების მიხედვით, სისტემა მომიტინგეებს არა რეალურ დროში, არამედ კვირების ან თვეების შემდეგ აჯარიმებს, რაც მოქალაქეებისთვის მძიმე ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ტვირთად იქცევა. 2025 წლის მარტისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მონაცემებით, დემონსტრანტებს ჯამში სულ მცირე 2 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
გამოძიებაში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის, სავარაუდოდ, გაყალბებული არჩევნებისა და ირაკლი კობახიძის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შემდეგ, ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად რეპრესიული კანონები აამუშავა. თუ 2023 წელს შეკრებას ნებართვა არ სჭირდებოდა, მოგვიანებით სახის დაფარვა, ტროტუარზე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე შეკრება, მთავრობის არალეგიტიმურად მოხსენიება ან მისი ონლაინ კრიტიკა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაასკვნა, რომ ამ ცვლილებებმა ფაქტობრივად გააუქმა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლება.
რუსული Polyface-ის ტექნიკური სპეციფიკა და FSB-ის კავშირები
გამოცემა წერს, რომ ადვოკატ ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე პროკურორს წამოსცდა სპეციალური პროგრამის შესახებ, რომელსაც იყენებდნენ. საუბარია სახის ამომცნობ სისტემა Polyface-ზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს. ეს კომპანია სანქცირებულია აშშ-ის, შვეიცარიის, უკრაინისა და იაპონიის მიერ, მისი პროდუქცია კი რუსეთის სამართალდამცავ უწყებებსა და მის მოკავშირე ქვეყნებში (ბელარუსი, ყაზახეთი და ა.შ.) გამოიყენება. რუსული კანონმდებლობით, ეს კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში ითანამშრომლოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB).
სისტემის უახლესი ვერსია (Polyface 3.7.0) შსს-მ 2025 წლის ივნისში მიიღო. ტენდერებისა და პროგრამის დოკუმენტაციის მიხედვით, გამოძიებამ მისი მუშაობის რამდენიმე ასპექტი გამოავლინა:
სამინისტრომ მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორების შეუზღუდავი რაოდენობისთვის (2025 წლამდე ლიმიტი 30 ოპერატორი იყო), რაც მასშტაბური აქციების მონიტორინგის მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს.
პროგრამა იყენებს რუსული კომპანია 3DiVi-ს (რუსეთის სახელმწიფო ფონდის მიერ მხარდაჭერილი) ალგორითმს. მას შეუძლია მაღალი გარჩევადობის (HD) გამოსახულების გადაღება ცუდ განათებაშიც და სახის იდენტიფიცირება მაშინაც კი, როცა ადამიანს ნიღაბი უკეთია ან სახე ნაწილობრივ აქვს დაფარული.
სისტემა იყენებს სამოქალაქო რეესტრის "ერთიან საინფორმაციო ბანკს". გარდა ამისა, 2024 წლიდან დაემატა სოციალური ქსელებიდან წინასწარ ჩატვირთული ფოტოებით ძებნის ფუნქცია.
AlgorithmWatch ასკვნის, რომ სახის ამოცნობის სისტემები ევროპის ბევრ ქალაქშიც არსებობს, თუმცა მთავარი სხვაობა პოლიტიკურ ნებაშია:
"მსგავსი ტექნოლოგიური არქიტექტურა ევროპის მრავალ ქალაქსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც არსებობს, თუმცა განსხვავება, ჯერჯერობით, პოლიტიკურ ნებაშია — საქართველოში ამ სისტემას პროტესტის ჩასახშობად იყენებენ", — წერს ორგანიზაცია.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები